fbpx

დრონი, რომელიც არა მხოლოდ დაფრინავს, არამედ “ყველგან დადის” – X-TANKCOPTER


გააზიარე სტატია

 

პლატფორმაზე indiegogo.com გამოჩნდა საკმაოდ იაფი (99$) დრონი X-TANKCOPTER. მისი ორიგინალურობა იმაში გამოიხატება, რომ გარდა ფრენისა, ყველგან მავალია და მიწაზე მაღალი სისწრაფით გადაადგილდება.  სპეციალური მუხლუხას დახმარებით, ტექნოლოგია სხვადასხვა სირთულის წინააღმდეგობების, რთული რელიეფის გადალახვას ახერხებს, ხოლო სწორ ზედაპირზე მოხვევას ე.წ. დრიფტის ტექნიკით ახდენს.  

 

 

მოწყობილობა აფრენასა და დაშვებას დამოუკიდებლად, ნებისმიერი საგანგებო ჩარევის გარეშე ახორციელებს. HD კამერა, რომლის ხედვის კუთხე 120°-ია, გადაადგილების ნებისმიერ რეჟიმში ფუნქციონირებს. ვიდეომასალა microSD ბარათზე ინახება.

 

 

X-TANKCOPTER-ს კომპლექტში მოჰყვება მართვის ჯოისტიკი, თუმცა მისი პილოტირების ფუნქციების შეთავსება მომხმარებლის სმარტფონსაც შეუძლია. მფლობელს ასევე შეუძლია ისარგებლოს სპეციალური VR სათვალით, რომელიც უფრო კომფორტულს ხდის დრონის მართვას. ეკრანად მომხმარებლის ტელეფონი გამოიყენება, მასში ინსტალირებული შესაბამისი პროგრამა კი live-ის რეჟიმში გამოსახულების ოპტიმიზაციას ახდენს.

მოწყობილობა 123 გრამს იწონის. აკუმულატორის სრული დატენვის პირობებში ჰაერში 7 წუთს ატარებს, ხოლო მიწაზე 15-20 წუთის განმავლობაში გადაადგილდება.

სრული კომპლექტი: დრონი X-TANKCOPTER, მართვის პულტი და VR სათვალე 99$ ღირს.

 


რეკომენდებული სტატიები
სპორტის ახალი სახეობა - დრონების რბოლა

სპორტის ახალი სახეობა - დრონების რბოლა

სპორტის ახალი სახეობა - დრონების რბოლა
სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ახალი და დინამიკური სახეობის - Drone Racing-ის მონაწილეები FPV სათვალეებით არიან აღჭურვილნი და სამგანზომილებიან ტრასებზე მრბოლელ დრონებს მართავენ
საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018

საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018

საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018
დღეს უკვე არსებობს არაერთი ფოტოფესტივალი, სადაც დრონებით გადაღებული გამოსახულებების გამოფენა ტარდება. ერთ-ერთი ასეთი პრესტიჟული კონკურსია Drone Awards
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.