fbpx

23 აპრილი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

გილოცავთ, დღეს, 23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დილიდან კი გვინდა გახაროთ, რომ პოპ დივა რიანამ Vogue-ს მაისის ფოტოსესიაში დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელი მოირგო. ასევე, გირჩევთ დილიდანვე მოუსმინოთ Florence + the Machine-ის ახალ სიმღერას, რომელიც სპეციალურად “სამეფო კარის თამაშებისთვის” დაიწერა. მართალია, სიმღერა ძალიან სევდიანი და ემოციურია, თუმცა ეს GOT-ის მაყურებლებს ნამდვილად არ გაუკვირდებათ

 

 

რიანამ Vogue-ის მაისის ფოტოსესიაში დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელი მოირგო.

 

მოუსმინეთ: Florence + the Machine-მა “სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონისთვის სიმღერა Jenny of Oldstones ჩაწერა.

სიმღერამ სერიალის დასკვნითი ნაწილის მეორე სერიაში გაიჟღერა.

წყარო: https://www.youtube.com

 

ნახეთ: “სამეფო კარის თამაშების” დასკვნითი სეზონის მესამე სერიის პრომო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ღამის მეფემ ვინტერფელამდე მოაღწია და წინ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გველოდება, რომელიც ალბათ ბევრ ჩვენს საყვარელ პერსონაჟს შეიწირავს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

3 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით იმართება შემეცნებით-შემოქმედებითი კონკურსი „კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში”

for english scroll down2019 წლის 3-6 მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით იმართება შემეცნებითი, შემოქმედებითი…

Gepostet von ფიროსმანი ციფრულ სივრცეში/Pirosmani in the digital space am Mittwoch, 17. April 2019

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების სტუდენტებს. ქართული სამუზეუმო კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის – ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მზარდი საერთაშორისო წარმატების ფონზე, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოზიციონირებას და მისი პოტენციალის ეფექტურ ინტეგრირებას ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სექტორსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საკონკურსო დავალებები გულისხმობს ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

წყარო: https://www.facebook.com/

 

8-დან 13 მაისის ჩათვლით თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს CinéDOC-Tbilisi

Gepostet von CinéDOC-Tbilisi am Montag, 15. April 2019

 

წელს ფესტივალი კინოთეატრ “ამირანსა” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება. Connecting Thoughts, ანუ დააკავშირე ფიქრები – ამ სლოგანით ფესტივალი კიდევ უფრო უახლოვდება მაყურებელს და თემატურად დაყოფილ სექციებს სთავაზობს: რეჟისორი ფოკუსში (ფრანგი კინორეჟისორი ნიკოლა ფილიბერი), უპირობო სიყვარული, რწმენის მიღმა, წითელი სული, ჩვენ და ჩვენი პლანეტა, ადგილი, რომელსაც ვუწოდებთ სახლს, ოჯახური პორტრეტები, კონფლიქტის შემდეგ, მარად ახალგაზრდა, ცვალებადი ქალაქები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ადაპტაცია.

წლევანდელი ფესტივალის „სტუმარი ქვეყანა“ უნგრეთია, რომელიც გამორჩეული, უახლესი კრეატიული დოკუმენტური ფილმებით იქნება წარმოდგენილი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

7-წლიანი ქორწინების შემდეგ მომღერალი ადელი ქმარს, საიმონ კონეცკს გაშორდა

“ადელი და მისი პარტნიორი გაშორდნენ. ისინი მზად არიან ერთად და სიყვარულით გაზარდონ შვილი. როგორც ყოველთვის, ისინი პირადი სივრცის დაცვას ითხოვენ. ამ თემაზე მეტი კომენტარი არ გავრცელდება”, – წერია მომღერლის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

წყარო: https://www.theguardian.com

 

Big Little Lies-ის ახალი ტიზერი გვარწმუნებს, რომ მეორე სეზონი პირველზე უკეთესი იქნება

9 ივნისიდან HBO-ზე 2017 წლის საუკეთესო მინისერიალად აღიარებული “დიდი პატარა ტყუილები” გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გავიგებთ, როგორ განვითარდება სელესტის, მედელინის, ჯეინის, რენატასა და ბონის ისტორია. სეზონის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს ისიც, რომ ახალ ნაწილში ერთ-ერთ მთავარ როლს ლეგენდარული მსახიობი, სამი ოსკარის მფლობელი მერილ სტრიპი ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
22 აპრილი დილიდან 
Play Video

22 აპრილი დილიდან 

22 აპრილი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს 22 აპრილია და მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. გარდა ამისა, დილიდან გაცნობებთ, რომ ქართველი ბალერინა ნინო ანანიაშვილი “ევროპა ნოსტრას” პრეზიდენტად აირჩიეს, მიშელ უელბეკს კი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცეს
ქართული ჭადრაკის ოთხ ლეგენდარულ ქალზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ

ქართული ჭადრაკის ოთხ ლეგენდარულ ქალზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ

ქართული ჭადრაკის ოთხ ლეგენდარულ ქალზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ
ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის ცხოვრების შესახებ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებები რამდენიმე დღის წინ დაიწყო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.