fbpx

25 აპრილი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

როგორც იქნა, მზემ ისევ გამოანათა, ამიტომ დილიდანვე უნდა გაცნობოთ, რომ აჭარულმა ხაჭაპურმა The New Yorker-ის ყურადღება და დიდი სიყვარული დაიმსახურა. ასევე, დილიდანვე შეგამზადებთ და გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში, როდესაც “სამეფო კარის თამაშების” მესამე სერია გამოვა, წინ ალბათ დიდი განცდები გველოდება როგორც ჩვენ, მაყურებლებს, ასევე ჩვენს საყვარელ გმირებს. ამაზე HBO-ს მიერ გავრცელებული ფოტოები მეტყველებს

 

 

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ემა ლალაევა-ედიბერიძის პერსონალური გამოფენა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.

“ლალი” – ამ ინიციალებით აღნიშნულმა ნახატებმა 23 აპრილს წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში თავი მოუყარა მხატვრებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1920-იანი წლების ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენლის 20-მდე ნახატი. ემა ლალაევამ შემოქმედებით ფსევდონიმად ლალი აირჩია და ძირითადად სწორედ ამ სახელით გვხვდებამისი ნამუშევრები. მხატვარმა შეძლო გამხდარიყო XX საუკუნის ქართული ავანგარდის მნიშვნელოვანი დასაინტერესო ნაწილი.

 

The New Yorker-მა აჭარული ხაჭაპურის ფოტოები გამოაქვეყნა.

გამოცემის ინსტაგრამ გვერდზე ხაჭაპური მოხსენიებულია – როგორც წლის საუკეთესო კერძი და აღნიშნულია, რომ ინსტაგრამზე მისი 36 ათასზე მეტი ფოტოა ატვირთული.

წყარო: https://www.instagram.com/

 

HBO-მ GOT-ის ფინალური სეზონის მესამე სერიის ფოტოები გამოაქვეყნა ფოტოებში ვინტერფელის ბრძოლის დასაწყისია ასახული.

კადრებში ჩანს, რომ ჩვენი ფავორიტი პერსონაჟები დიდ განსაცდელში არიან და ერთადერთი ის დაგვრჩენია, რომ გავმაგრდეთ და მოვემზადოთ, რადგან არავინ იცის, ვინ გადაურჩება ამ შემზარავ ბრძოლას.

 

25 აპრილს, 19:00-ზე არტარეას საგალერეო სივრცეში გამოფენა #FIRSTDATE („პირველი პაემანი“) გაიხსნება

No photo description available.

მულტიდისციპლინური პროექტი იკვლევს სექსსა და სექსუალობას ციფრულ ერაში, მის აქტუალურ ტენდენციებსა და სპეკულაციებს ტექნოლოგიური მომავლისათვის.  CROSSLUCID არტისტული კოლექტივია ბერლინიდან, რომელიც თბილისში სამუშაოდ ორგანიზაცია „პროპაგანდამ“ მოიწვია. პროექტს თბილისის სახელოვნებო სფეროში მოღვაწე მრავალი კოლაბორატორი ჰყავს.  #FIRSTDATE აერთიანებს:

  • მოკლე ფილმს, რომელიც ვირტუალურ სექსუალობაზე მრავალფეროვან რეფლექსიას აჩვენებს;
  • მულტიმედია გამოფენასა და საჯარო კინოჩვენებას;
  • პერფორმანსული საუბრების პანელს აქტივისტებთან, ექსპერტებთან და თეორეტიკოსებთან.

გამოფენა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 2 მაისს დაიხურება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

25 აპრილს მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმის, “მოუსმინე სიჩუმეს” ჩვენება არქივის კინოთეატრში გაიმართება

Image may contain: one or more people and people standing

ოცნება ძალიან ბუნებრივი და ადვილია თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ მიჰყვე ამ ოცნებას, მაშინ როცა არავის სჯერა მისი ახდენის, მხოლოდ ერთეულების ხვედრია. 9 წლის ლუკა ოცნებობს იცეკვოს სცენაზე, რადგან მისთვის ეს ერთადერთი გზაა, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში თავი დაიმკვიდროს. ერთადერთი სამყარო, რომელსაც ის იცნობს, სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო სკოლაა, სადაც სწავლობს და ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მუსიკის რიტმის აღქმა და გაგება ძალიან რთულია, ის არასდროს ნებდება.

ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს” გვიყვება ლუკას ცხოვრებაზე სმენადაქვეითებული საზოგადოების იდუმალ სამყაროში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნინო სალუქვაძემ 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა


ნინო სალუქვაძემ პირველივე შეჯიბრზე მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. ეს შედეგი ჩვენი გუნდის ლიდერმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა დღეს პეკინში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე დააფიქსირა, სადაც 578 ქულით ფინალშიც გადავიდა.

გადამწყვეტ რაუნდში 148.0 ქულით საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და საგზურიც მიიღო, რადგან მის წინ მყოფ მსროლელებს – ბერძენ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ანა კორაკაკისს, ოლიმპიადის რუს ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას და უნგრელ ვერონიკა მაიორის უკვე ჰქონდათ საგზურები. კიდევ ერთი ლიცენზია კი კორეელმა მინჯუნ კიმმა მოიპოვა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც პეკინში 154.0 ქულით.

ფოტო: https://sportall.ge

 

ბენ აფლეკი ფილმის გადაღებას გეგმავს

ბენ აფლეკი Universal Pictures-ის ახალ პროექტში ჩაერთო. ფილმის სახელწოდებაა Ghost Army და ის აშშ-ის არმიის საიდუმლო ქვედანაყოფზეა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში მოქმედებდა.

ბენ აფლეკი ფილმში ერთ-ერთ როლსაც შეასრულებს.

წყარო: https://deadline.com

 

 პინკმა ახალი სიმღერა გამოუშვა.

სიმღერა სახელწოდებით Hurts 2B Human ხალიდთან დუეტია და ამერიკელი მომღერლის მომავალ, ამავე სახელწოდების მერვე სტუდიურ ალბომში შედის, რომელიც 26 აპრილს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=tfV9_lREKQk

 

„გოძილა 2: მონსტრების მეფის“ ახალი ტრეილერი გამოვიდა

მთავარ როლს ფილმში მილი ბობი ბრაუნი და ვერა ფარმიგა ასრულებენ. ახალ „გოძილაში“ სამი მონსტრის – სამთავიანი დრაკონის, კინგ ჰიდორას, უზარმაზარი პეპლის, მოტრას და მფრინავი დინოზავრის, როდანის დაპირისპირებას ვიხილავთ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ლეონარდო დიკაპრიო გილერმო დელ ტოროს ახალ ფილმში ითამაშებს

ახალ დრამას Nightmare Alley ჰქვია და ის 1947 წელს გადაღებული კინოსურათის ადაპტაცია იქნება. ფილმის სიუჟეტი ამბიციური თაღლითისა და კორუფციულ გარიგებებში ჩართული ფსიქიატრის გარშემო ვითარდება. როგორც ცნობილია, გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება.

წყარო: https://variety.com

 

 


რეკომენდებული სტატიები
24 აპრილი დილიდან 
Play Video

24 აპრილი დილიდან 

24 აპრილი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღევანდელი დილა არაჩვეულებრივი ახალი ამბით უნდა დავიწყოთ და გახაროთ, რომ მაისში კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში ქართულ-შვედური მხატვრული ფილმის პრემიერა შედგება.
22 აპრილი დილიდან 
Play Video

22 აპრილი დილიდან 

22 აპრილი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს 22 აპრილია და მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. გარდა ამისა, დილიდან გაცნობებთ, რომ ქართველი ბალერინა ნინო ანანიაშვილი “ევროპა ნოსტრას” პრეზიდენტად აირჩიეს, მიშელ უელბეკს კი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.