fbpx

მიწისქვეშა ქალაქი ავსტრალიაში, რომელშიც 2000 ადამიანი ცხოვრობს


გააზიარე სტატია


კუბერ პედი – პატარა მიწისქვეშა ქალაქია ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილში, სადაც 2 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი იმითაა ცნობილი, რომ აქ ოპალის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგებია.

პირველად მინერალი 1849 წელს აღმოაჩინეს, რასაც ე.წ. ოქროს ციებ-ცხელება მოჰყვა. გამდიდრების სურვილს ოპალის სამკურნალო და მაგიურ თვისებებზე გავრცელებული წარმოდგენებიც დაემატა და 1915 წელს აქ მაღაროელთა პირველი დასახლებაც გაჩნდა.

ისინი მიწისქვეშ, სახელდახელოდ მოწყობილ ოთახებში დასახლდნენ, საიდანაც სპეციალური გვიარაბებით პირდაპირ მაღაროებში ჩადიოდნენ სამუშაოდ. სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს „კუბერ პედი“, რაც ავსტრალიელ აბორიგენთა ენაზე (Kupa Piti) „თეთრი ადამიანის სოროს“ ნიშნავს. დღეს კუბერ პედიში 45 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.

ამ უჩვეულო ადგილითა და მისი მცხოვრებლებით ჩილელი ფოტოდოკუმენტალისტი  ტამარა მერინო დაინტერესდა, რომელმაც ადგილობრივების ყოფა ასახა პროექტში „მიწისქვეშეთი“. „პირველი შთაბეჭდილებით ეს ქალაქი-მოჩვენებაა. თუმცა, აქ ცხოვრება ჩქეფს, ოღონდ – მიწისქვეშ. მუშაობს მიწისქვეშა ბარები, რესტორნები. ადგილობრივები ბავშვებს ზრდიან და ეკლესიაშიც დადიან“, – წერს ფოტოგრაფი.  

 

 

იურგენ ფელდჰაიმი და გაბრიელ გუელენი სადილობისას. ამ სახლში, სადაც ფოტოგრაფი ცხოვრობდა, კედლები ქვიშაქვისაა. ოთახი გაწყობილია ხის ავეჯით.  

საკმაოდ ხშირად მიწის ზემოთ ტემპერატურა 40°С აღწევს და ასევე მინუსებშიც გადადის. თუმცა, ადგილობრივების მთავარი პრობლემა – ქვიშის ქარიშხლებია. წლების განმავლობაში მაღაროელები და მათი ოჯახები მძიმე კლიმატური პირობებისგან შეძლებისდაგვარად იცავდნენ თავს, სახლებს მიწისქვეშ იწყობდნენ. ერთ-ერთი სამლოცველოც, ლამაზი ვიტრაჟებითა და კედლებზე ამოჭრილი ბიბლიური სიუჟეტებით, მიწისქვეშაა განლაგებული.

 

  • საკვირაო ღვთისმსახურება სერბების მიერ მოწყობილ სამლოცველოში.

„მაღაროელები ბევრს მუშაობენ. თუმცა, ძვირფასი ქვების ძიებაში ზოგჯერ მთელი ცხოვრება გადის. არიან ისეთებიც, რომელთაც გაუმართლათ და გამდიდრნენ. ზოგმა თავისი ქონება გაანიავა, ან მცდარი ინვესტიციები განახორციელა, ან უბრალოდ, გაფლანგა. ამჟამად ოპალის მოპოვების ტრადიცია თანდათანობით ქრება. ახალგაზრდები უფრო სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაოს პოვნის იმედით ტოვებენ დასახლებას. თუმცა, ბევრი იმედს არ კარგავს, განაგრძობს ცხოვრებას 30 მეტრის სიღრმეში იმ იმედით, რომ ერთხელაც იპოვნის ცისარტყელას ფერების მინერალს“,  – წერს ტამარა მერინო.

 

  • საბურღი სამუშაოების შედეგად დატოვებული გრუნტის ყრილები

 

  • მიწურში შესასვლელი

 

  • გერმანელი მაღაროელი საკუთარ ოთახში

 

  • თაობა, რომელიც მიწისქვეშ იზრდება

 

  • ადგილი, სადაც ერთ-ერთი მაღაროელი დასახლებას აპირებს

 

  • სერბი მაღაროელი

 

  • ძვირფასი ოპალი შესაძლოა იყოს გამჭირვალე თეთრი, ნაცრისფერი, წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ცისარტყელას გარდამავალი ფერებით და ა.შ.   ოპალის ჯგუფის მინერალებიდან შავი ოპალი ყველაზე ძვირფასია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირფასი ქვა იშვიათობად აღარ ითვლება, მაინც საკმაოდ ძვირი ღირს. მაღალი ხარისხის ერთი კარატი შავი ოპალის ფასი 2000 დოლარის  ფარგლებში მერყეობს.

 

  • კუბერ პედის ცა და მაღაროელი სანათით

 

  • მზადება მაღაროში ჩასაშვებად

 

  • კუბერ პედი

 

  • ჯო როსეტო კერძო მუზეუმის მფლობელია, სადაც კუბერ პედიში ნაპოვნი ქვები ინახება

 

  • გუელენი მაღაროელი ქმრის მოლოდინში

 


რეკომენდებული სტატიები
Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია
ვიგენ ვართანოვის ფოტოებს მის რთულ, მრავალშრიან შავ-თეთრ სამყაროში მივყავართ. მისი ფოტოხელოვნება ვერ პასუხობდა საბჭოთა კავშირისეულ ესთეტიკურ მოთხოვნებს, რის გამოც ავტორს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუფენია
ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
Play Video

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
კრისტი ლი როჯერსი საკუთარ ხელწერაზე მიქელანჯელოს და კარავაჯოს გავლენას თავადაც აღიარებს, თუმცა, იტალიელებისგან განსხვავებით, ის მხატვრული ტილოების ეფექტს ფოტოგრაფირებით ქმნის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.