fbpx

29 აპრილი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს HBO-სა  და Universal Pictures-ის წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი ჩვენს ქვეყანაში ახალი სერიალებისა თუ ფილმებისთვის გადასაღებ ადგილებს ეძებენ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მაისში საქართველოში ლეონარდო და ვინჩის, ბოტიჩელის, კანოვასა და სხვა იტალიელი მხატვრების ნამუშევრების ფოტო და ვიდეოინსტალაციები მოეწყობა.

 

ამერიკელი კინო და ტელემწარმოებელი სტუდიები Universal Pictures-ის და HBO-ს წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ

ვიზიტის მიზანი კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის გაცნობაა. სტუმრები ქართველ კინომწარმოებლებსა და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, გაეცნობიან ქართული კინოს წარმოების შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას. ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, უფლისციხეს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს.

 

საქართველოში იტალიელი მხატვრების – ლეონარდო და ვინჩის, ბოტიჩელის, კანოვას, ჯოტოს, ბელოტოსა და კანალეტოს ნამუშევრების ფოტო და ვიდეოინსტალაციები მოეწყობა.

გამოფენების გახსნა 2019 წლის მაისშია დაგეგმილი, დახურვა კი აგვისტოში. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები გაცოცხლებულია მაღალი რეზოლუციის ფოტოებით, ვიდეოებით და ინტერაქტიული გამოსახულებებით.

 

2 მაისს, 20:00 საათზე ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ ზოლტან ფაბრის ფილმს, „დაუსრულებელი ფრაზის 141 წუთი“

Image may contain: 5 people, people smiling

ფილმის ჩვენებამდე რეჟისორსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გოგი გვახარია. ფილმს საფუძვლად უდევს უნგრული ლიტერატურის კლასიკოსის, ტიბორ დერის სამტომიანი რომანი, რომლის მოქმედება გასული საუკუნის 30-იან წლებში ხდება – უნგრეთის ”ფაშიზაციის” და ამავე დროს მემარცხენე ძალების გამოცოცხლების ეპოქაში. ფილმის გმირი – ლერინცი ბუდაპეშტელი ბურჟუაა, რომელიც დაპირისპირებულ ძალებს შორის არჩევანის გაკეთების პროცესში მარტო რჩება – მას არც ერთი სოციალური ჯგუფი არ იღებს თავის რიგებში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

გერმანულმა ჯგუფმა Rammstein-მა ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა.

კომპოზიციას სახელწოდებით Radio ჯგუფის სოლისტი ტილ ლინდემანი ასრულებს. სიმღერა Radio ჯგუფის ახალ ალბომშია შესული, რომელიც მაისიდან გაიყიდება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ტეილორ სვიფტის ახალმა კლიპმა 24 საათში რეკორდი მოხსნა

ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ბრენდონ ურიელთან ერთად ახალ სიმღერაზე ME! კლიპი გამოუშვა, რომელმაც მოახერხა და 24 საათში 65 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა, რაც სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ ეტაპზე ვიდეოს იუთუბზე 100 მილიონამდე ნახვა აქვს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ხატია ბუნიათიშვილი ნიუ-იორკში ფორტეპიანოების მაღაზიას – Faust Harrison Pianos-ს ესტუმრა და შუბერტის კომპოზიცია შეასრულა.

 

წყარო: https://www.instagram.com/

 

ჟან-ლუკ გოდარი ახალ ფილმზე იწყებს მუშაობას

ლეგენდარულმა ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლუკ გოდარმა ახალი ფილმი დააანონსა. როგორც რეჟისორი ამბობს, სურათი ე.წ. ყვითელჟილეტიანი ქალისა და კაცის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. გოდარის ბოლო ფილმი “სურათებიანი წიგნი” 2018 წელს გამოვიდა.

წყარო: https://thefilmstage.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.