fbpx

5 ქალაქი, სადაც გაზაფხულზე უნდა იმოგზაუროთ


გააზიარე სტატია

 

გაზაფხული წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სეზონია. ეს  ის პერიოდია, როცა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარი იწურება და ერთფეროვან ყოველდღიურობას, მრავალფეროვანი, თბილი დღეები ცვლის. 

ამიტომ, ნუ დაუცდით ზაფხულს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხეებზე ახლად გამოსხმული კვირტების, სასიამოვნო მზის სხივებისა თუ შხაპუნა წვიმის შესაგებებლად მარტო, ან ოჯახთან ერთად წადით სამოგზაუროდ.

უამრავი ქალაქის ჩამოთვლა შეიძლება, სადაც გაზაფხულზე სიამოვნებით გიმასპინძლებენ და სადაც კარგი ამინდი, კომფორტული სასტუმროები, გემრიელი საჭმელი და უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობებში გახსნილი გამოფენები გელოდებათ.

დღეს 5 საუკეთესო ადგილს ჩამოგითვლით, სადაც გაზაფხულზე აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ.

 

პარიზი, საფრანგეთი

მართალია, პარიზის მონახულება წელიწადის ნებისმიერ დროსაა გამართლებული, თუმცა, შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ სიყვარულის ქალაქში სწორედ გაზაფხულზე უნდა იმოგზაუროთ.

გაზაფხულზე პარიზში ერთდროულად წვიმიანი და თბილი ამინდები გელოდებათ და გირჩევთ, რომ ტანსაცმელიც შესაფერისი წაიღოთ. რა თქმა უნდა, იქ უამრავი ადგილია მოსანახულებელი. ლუვრის, ორსეის თუ დეკორატიული ხელოვნების მუზეუმებში შთამბეჭდავი ექსპონატების დათვალიერების შემდეგ, ნოტრ-დამიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარე კაფე Au Vieux Paris d’Arcole-შიც შეიარეთ და ლამაზი ინტერიერით ტკბობის პარალელურად გემრიელი ღვინო წრუპეთ.

არ დაგავიწყდეთ მულენ-რუჟისა და პარიზის ყველაზე ფერადი ქუჩის, Rue Cremieux-ის მონახულებაც, სადაც დაუვიწყარ დროს გაატარებთ და სამახსოვრო ფოტოებსაც გადაიღებთ.

 

პრაღა, ჩეხეთი  

პრაღა ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და ნამდვილად ღირს, რომ უახლოეს მომავალში ეწვიოთ.

ქალაქში ჩასვლისთანავე კომფორტული ფეხსაცმელი ჩაიცვით და ქვებით მოკირწყლული ქუჩების დასათვალიერებლად წადით. აუცილებლად მოინახულეთ გოთიკური არქიტექტურის არაჩვეულებრივი ნიმუში, წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი და სასიამოვნოდ დამღლელი დღის ბოლოს, სახელგანთქმული ჩეხური ლუდითაც დატკბით.

დაფიქრდით, ამ უძველეს ქალაქში გაზაფხულზე მოგზაურობა თქვენს შთაბეჭდილებებს ხომ ათმაგად დაუვიწყარს გახდის?! არ დაგავიწყდეთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბიბლიოთეკის მონახულებაც, რომელიც ასევე პრაღაში, სტრაგოვის მონასტერში მდებარეობს.

 

რომი, იტალია

ხომ გაგიგიათ გამოთქმა – ყველა გზა რომში მიდისო? აი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ტურისტი ნამდვილად მიდის რომში არაჩვეულებრივი  გაზაფხულის გასატარებლად.

რომს თამამად შეიძლება ეწოდოს ქალაქი მუზეუმი, რომელიც სავსეა უძველესი შენობებით, რომელთა უმრავლესობაც უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა და რაც მთავარია, რომის საზღვრებშია მოქცეული ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანი, რომელიც კათოლიკური სამყაროს გულია.

მართალია, ამის შეხსენება არავის სჭირდება, თუმცა, სანამ ლამაზი შადრევნების ცქერითა და ნაჭერი პიცით დატკბებით, რომის კოლოსეუმი უნდა მოინახულოთ, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 75-80 წლებში ააშენეს და რომელიც დღემდე ამ ქალაქის სიმბოლოა.

ეს ქალაქი იდეალურია რომაული არდადეგების გასატარებლად და გაზაფხულზე აქ ჩამოსვლის შემთხვევაში, სულ ცოტა ხნით მაინც შეგიძლიათ შეძვრეთ ოდრი ჰეპბერნისა თუ ბრეგორი პეკის საკულტო პერსონაჟების ტყავში.

 

ბარსელონა, ესპანეთი


გაზაფხულზე თუ დასვენება გინდათ, მაგრამ თავს ყველაზე კომფორტულად ტემპერამენტიანი ადამიანების გარემოცვაში გრძნობთ, სამოგზაუროდ ესპანეთში უნდა წახვიდეთ, უფრო კონკრეტულად კი ბარსელონაში.

მხიარული და სტუმართმოყვარე ესპანელების გარდა, იქ მათივე გამორჩეული ხასიათის გამომხატველი არქიტექტურა დაგხვდებათ – მრავალფეროვანი და ლამაზი შენობები ყველგანაა. ზოგადად, ბარსელონა 10 რაიონად იყოფა, მათ შორის ყველაზე საინტერესო კი სამი რაიონია – ძველი და ახალი დასახლება და ე.წ მონჟუიკის რაიონი.

აუცილებლად ნახეთ კატალონიური მუსიკის სასახლე, რომელიც 1997 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, სანტ-პაუს ჰოსპიტალთან ერთად შევიდა.

სხვადასხვა ლამაზი შენობის, მუზეუმებისა და ქუჩების მონახულების შემდეგ რომელიმე ესპანურ კაფეს ესტუმრეთ და ადგილობრივი ყავა და ტკბილეული გასინჯეთ.

 

ამსტერდამი, ნიდერლანდები

ამსტერდამში სულაც არ ცხოვრობს ბევრი ადამიანი, თუმცა, ის ნიდერლანდების ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიცა და ადგილობრივებიც მზად არიან ტურისტებს ნებისმიერ სეზონზე ხელგაშლილები შეეგებონ, განსაკუთრებულად მიმზიდველი ის სწორედ გაზაფხულზეა.

დაგვიჯერეთ, სასიამოვნო ამინდში ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებზე ველოსიპედით თუ ფეხით  სეირნობა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება იქნება.

რა თქმა უნდა, ამ ქალაქში თქვენი თავგადასავალი საუკუნეების წინ აგებული ვაგზლიდან დაიწყება, რომელიც ცენტრშია და რომლიდანაც ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებამდე ფეხითაც სულ რამდენიმე წუთში მიხვალთ. არ დაგავიწყდეთ დედოფლის სასახლისა და ბრილიანტების სახელოსნოს მონახულებაც.


რეკომენდებული სტატიები
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება
ბარსელონაში ყველა ისეთია, როგორიც  არის, ან უნდა რომ იყოს და რიგი მიზეზების გამო სახლში ამას არ, ან ვერ ახერხებს. რას შეიძლება ველოდოთ ბარსელონასგან? იმას, რომ ის იქნები, ვინც გისწორდება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.