fbpx

“ქოლგა თბილისი ფოტოს” კვირეულის გახსნის ცერემონია 3 მაისს გაიმართება


გააზიარე სტატია

 

საერთაშორისო ფოტოკონკურსის, “ქოლგა თბილისი ფოტო” 2019-ის საგამოფენო კვირეული და გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონია თბილისში 3 მაისს გაიმართება.

ფოტოკონკურსის დაარსების მიზანია საერთაშორისო და ქართული ფოტოგრაფიის ერთმანეთთან დაახლოება.

სწორედ ამიტომ, კონკურსში უცხოელი ფოტოგრაფებიც მონაწილეობენ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი, საუკეთესო პორტრეტი, მობილური ფოტოსესია.

ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია და საგამოფენო კვირეულიც განსაკუთრებული იქნება, რადგან ჩვენს დედაქალაქში ისეთი დონის ფოტოგრაფების ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა გვექნება, როგორებიც არიან მარკ რიბუ და იონას ბენდიქსენი.

საგამოფენო კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ასევე  World Press Photo- წლევანდელი გამარჯვებულის, სანე დე ვილდეს და ფოტოგრაფ ბენედიქტე კურზენის ჯგუფური გამოფენაც Tales of Island.

20 სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენაზე ნაჩვენები იქნება როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი, ასევე თანამედროვე ფოტოგრაფიის გამორჩეულად საინტერესო ნიმუშები.

ფოტოექსპერტები და პროფესიონალი ფოტოგრაფებიქოლგა თბილისი ფოტოსფარგლებში სემინარებს, უფასო ვორქშოფებს და პორტფოლიოების განხილვებსაც გამართავენ.

როგორც ყოველთვის, გამარჯვებულ ფოტოებს წელსაც საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.


რეკომენდებული სტატიები
საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018

საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018

საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018
დღეს უკვე არსებობს არაერთი ფოტოფესტივალი, სადაც დრონებით გადაღებული გამოსახულებების გამოფენა ტარდება. ერთ-ერთი ასეთი პრესტიჟული კონკურსია Drone Awards
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.