6 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

დილიდან ბევრი სიახლე გვაქვს თქვენთვის სათქმელი. მათ შორის ისიც, რომ გამოვიდა Vetements-ის ახალი აპლიკაცია, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციაზე მოგვითხრობს.

 

 

კაილი ჯენერი ქართველი დიზაინერების ბრენდის MACH&MACH-ის ტანსაცმელში გამოჩნდა.

 Mach & Mach ქართველი დიზაინერების გვანცა და ნინა მაჭარაშვილების შექმნილია.

წყარო: https://www.harpersbazaar.com

 

ორგანიზაცია ფორსეტმა ქართული ანიმაცია შექმნა, რომელიც ჰომოფობიის მასაზრდოებელ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს ეხება.

მითები და ფაქტები სექსუალურ ორიენტაციაზე

მითები და ფაქტები სექსუალურ ორიენტაციაზე#ძალადობადანაშაულია #არაჰომოფობიას #თანასწორობა #17მაისი

Gepostet von ForSet • ფორსეტი am Donnerstag, 2. Mai 2019

 

ანიმაციაში სექსუალური ორიენტაციის შესახებ სამ მითზე და ფაქტზეა მოთხრობილი.

წყარო: https://www.facebook.com

 

გამოვიდა Vetements-ის ახალი აპლიკაცია, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციაზე მოგვითხრობს.

ვეტმანის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი აპლიკაცია იყო, რომელიც ბრენდმა სამომავლოდ დააანონსა. თითქმის ერთი წლის შემდეგ აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია. აპლიკაციას განსაკუთრებულს ის ხდის, რომ თუ გადმოწერ და ტანსაცმელზე დატანილ QR კოდს დაასკანირებ, გადამისამართდები ვიკიპედიაზე, რომელიც მოგიყვება ისტორიას აფხაზეთში ქართველების გენოციდზე.

წყარო: https://fashionholicsonline.com

 

2019 წლის თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა ფინეთი იქნება.

ფოკუს-ქვეყნის პროგრამა განხორციელდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული ორგანიზაციის, ფინური ლიტერატურის განვითარების ფონდის, „ფილის“ ორგანიზებით.  30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან ფინელი მწერალები: ჰენრიკ მეინანდერი, როზა ლიქსომი, ლინდა ბუნდესტამი.

ფესტივალის ფარგლებში ფინელი ავტორები გამართავენ შეხვედრებსა და პანელ დისკუსიებს ქართველ მწერლებთან ერთად. ფინეთის, როგორც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს-ქვეყნის პროექტის ფარგლებში თბილისს ასევე ეწვევა ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი ფინურ-შვედური გამომცემლობის, Forlaget-ის ხელმძღვანელი ფრედრიკ რაჰკა, რომელიც გახლავთ საქართველოში კარგად ცნობილი საბავშვო მწერლის, ტუვე იანსონის გამომცემელი და „მუმინ ჩერიქთერზის“ საგამომცემლო დირექტორი. ფესტივალის ფარგლებში ფრედრიკ რაჰკა გამართავს შეხვედრას, სადაც ისაუბრებს ტუვე იანსონისა და „მუმინების“ თავგადასავლისა და წარმატების შესახებ.

 

თბილისი პრაიდმა პრომოვიდეო გამოაქვეყნა.

Come Out for Equality!

არ აქვს მნიშვნელობა შენს სქესს, ასაკს, წარმომავლობას, პროფესიას, განათლებას, ორიენტაციას…თუ შენთვის მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა: გამოდი თანასწორობისთვის! გამოდი თავისუფლებისთვის! გამოდი სოლიდარობისთვის! გამოდი უსაფრთხოებისთვის! გამოდი სიყვარულისთვის! 18 – 23 ივნისს საქართველოში პრაიდის კვირეული აღინიშნება. #გავერთიანდეთ #TbilisiPride_It doesn’t matter what’s your gender, age, origin, profession, education, orientation…If you are against human oppression:Come out for Equality!Come out for Freedom!Come out for Solidarity!Come out for Safety!Come out for Love!Tbilisi Pride week is taking place on June 18-23. Join us!Music by Dudey

Gepostet von Tbilisi Pride am Donnerstag, 2. Mai 2019

 

ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, თუ მათთვის ადამიანების ჩაგვრა მიუღებელია, ღირსების მარშს შეუერთდნენ. თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით პრაიდის კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებაა დაგეგმილი. კვირეული ღირსების მარშით დასრულდება.

წყარო: https://www.facebook.com

 

ეროვნული კინოცენტრის დირექტორად კომისიამ თბილისის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე აირჩია.

ამის შესახებ თავად ჩხეიძე Facebook-ზე წერს. „გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მხარდამჭერს. მოწინააღმდეგეებს კი ვთხოვ, არც ერთი წუთით არ მომცენ მოდუნების საშუალება.  ჩემი მხრიდან გპირდებით ქართული კინოს წინსვლას და აღმავლობას, ახალი შემოქმედებითი და კომერციული სიმაღლეების დაპყრობას, მუდმივ ინტენსიურ ურთიერთობას კინემატოგრაფისტებთან, ძველის დაფასებას და ახლის აღმოჩენას. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო სამი წელი გველის. ყველას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას და სიყვარულს“, – წერს ჩხეიძე.

 

ვუდი ალენს მემუარების დაბეჭდვაზე ყველა გამომცემლობა უარს ეუბნება.

კინორეჟისორმა ვუდი ალენმა 2019 წელს თავისი მემუარები სარედაქციო გამოცემებს ვერ მიჰყიდა. კომპანიების მიერ უარის მიზეზი აუდიტორიის მხრიდან მოსალოდნელი ნეგატიური ემოციები იყო. ვუდი ალენს აყვანილმა შვილმა დილან ფეროუმ სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი.

წყარო: https://www.nytimes.com

 

საქართველოში მსოფლიო რბენა წელს მეექვსედ ჩატარდა.

კახეთში წლევანდელ რბენაში 7000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის არიან როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალი მორბენლები. ყველა ერთი მიზნისთვის დარბის – ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ახალი-მზიურის-კაფეში-თავისუფალი-კინოჩვენებების-ახალი-სეზონი-გაიხსნა

ახალი-მზიურის-კაფეში-თავისუფალი-კინოჩვენებების-ახალი-სეზონი-გაიხსნა

ახალი-მზიურის-კაფეში-თავისუფალი-კინოჩვენებების-ახალი-სეზონი-გაიხსნა
წელს ახალი “მზიურის” კაფემ კინოჩვენებების მეოთხე საზაფხულო სეზონი გახსნა. ნახეთ, როდის შეგიძლიათ “მზიურში” კინოსეანსებზე დასწრება.
"ქოლგა თბილისი ფოტო 2019"-ის გამარჯვებული ნამუშევრები ცნობილია

"ქოლგა თბილისი ფოტო 2019"-ის გამარჯვებული ნამუშევრები ცნობილია

"ქოლგა თბილისი ფოტო 2019"-ის გამარჯვებული ნამუშევრები ცნობილია
ქოლგა თბილისი ფოტო 2019-ის გამარჯვებულები გამოვლიდნენ შემდეგ ნომინაციებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი, საუკეთესო პორტრეტი, მობილური ფოტოსესია და NEWCOMER AWARD
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.