fbpx

9 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

 დღეს დილიდან კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის: თბილისს ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომანტიკული კომედია One Day-ის მსახიობი ჯიმ სტარჯესი სტუმრობს. თუმცა, ის ერთადერთი ვარსკვლავი არაა, რომელიც ამჟამად ჩვენს დედაქალაქში, გადასაღებ მოედანზე იმყოფება. 

 

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ  პირველ შვილს არჩი დაარქვეს.

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას შვილის სრული სახელია არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი. უინძორების დინასტიის ახალი წევრი 6 მაისს დაიბადა.

წყარო: https://www.instagram.com

 

HBO-მ სერიალი Watchmen-ის პირველი ტიზერი გამოაქვეყნა.

შემქმნელი დეიმონ ლინდელოფია, შოუ კი ალან მურისა და დეივ გიბსონის კომიქსზეა დაფუძნებული. სერიალში მთავარ როლებს რეჯინა კინგი, დონ ჯონსონი და ჯერემი აირონსი ასრულებენ.

წყარო: https://www.youtube.com

 

HBO-მ “სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონის მეხუთე სერიის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.

ფოტოებზე ასახულია მეფის სავანეში ჩასული ჯონ სნოუ და მისი ამალა, რომლებიც სერსეისა და მისი ჯარის წინააღმდეგ საბოლოო ბრძოლისათვის ემზადებიან.

წყარო https://deadline.com

 

CW-მ სერიალ Batwoman-ის ტიზერი გაავრცელა.

სერიალი DC-ის კომიქსების მიხედვით არის გადაღებული. შოუში ბეტვუმენის როლს მსახიობი რუბი როუზი ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com

 

თიბისი გალერეაში ქართველი მხატვრისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დავით კაკაბაძის გამოფენა გაიხსნა

გამოფენა მხატვრის 130 წლის იუბილეს ეძღვნება. ოჯახის არქივთან ერთად, რეტროსპექტივაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ფონდებში დაცული კოლექციებია გამოფენილი.

პროექტის ფარგლებში საზოგადოება დავით კაკაბაძეს გაიცნობს არა მხოლოდ როგორც მხატვარს, არამედ როგორც საქართველოში ერთ-ერთ პირველ ხელოვნებათმცოდნეს, ფოტოგრაფს, ოპერატორს, რეჟისორს, მეცნიერსა და სტერეოკინოს სპეციალისტს.

წყარო: https://www.facebook.com

 

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯიმ სტარჯესი თბილისშია.

View this post on Instagram

TOM

A post shared by George Sermon (@georgesermon) on

როგორც ცნობილია, ის საქართველოში გიგა აგლაძის მოწვევით ჩამოვიდა და რეჟისორის ახალ ფილმში ითამაშებს. სტარჯესთან ერთად საქართველოში იმყოფებიან ირლანდიელი მსახიობი ანტონია კემპბელი და ინგლისელი მსახიობი რონა მიტრა.

 

წყარო: https://www.instagram.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.