fbpx

10 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან ნახეთ პირველი ქართული ლგბტ ფილმის ტრეილერი. ფილმის რეჟისორია ლევან აკინი, მსოფლიო პრემიერა კი 16 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგება. 

 

ადიდასმა პრაიდის თვის აღსანიშნავად ფეხსაცმელები ლგბტ თემატიკით გამოუშვა

ადიდასმა გადაწყვიტა, ლგბტ თემატიკაზე ფეხსაცმლის ხაზი გამოეშვა. კოლექციაში შედის 80-იანი წლების რეტრო მოდელის თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ფეხსაცმელი თხელი ნაქსოვი მასალით და ა.შ. ადიდასის ახალი მოდელების ონლაინ გაყიდვა პირველ ივნისს დაიწყება.

წყარო: https://hypebeast.com

 

მსახიობი ითან ჰოუკი აპირებს ტენესი უილიამსის 1953 წელს დაწერილი პიესა Camino Real ფილმად აქციოს, მთავარ როლზე კი ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოში დაამტკიცა.

ფილმის გადაღებები 2020 წელს, რიო-დე-ჟანეიროში დაიწყება და როგორც ამბობენ, შესაძლოა წლის ბოლომდე გამოვიდეს ეკრანებზე.

ითან ჰოუკი უილიამსის ამ პიესის თეატრალურ დადგმაში უკვე მონაწილეობდა და ამჯერად პერსონაჟს ეკრანზეც გააცოცხლებს. ეს ამ ორი მსახიობის პირველი ერთობლივი პროექტი არ არის. ისინი ასევე მონაწილეობენ იაპონელი რეჟისორის ხიროკაძუ კორეედას ფილმში, The Truth-ში, სადაც მათი პარტნიორი ლეგენდარული მსახიობი კატრინ დენევი იქნება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

სილვესტერ სტალონეს რემბოს ახალი ფილმის პრემიერა კანში გაიმართება

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სილვესტერ სტალონეს ფილმის, Rembo V-ის პრემიერა სწორედ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალზე შედგება. Rambo V: Last Blood-ს კანში 24 მაისს უჩვენებენ და გარდა ამისა, გაიმართება ფილმის პირველი ნაწილის სპეციალურ ჩვენებაც. რა თქმა უნდა, ორივე მათგანს  სილვესტერ სტალონეც დაესწრება.

წყარო: https://variety.com

 

მწერალთა სახლი 17-21 მაისს მეხუთე ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს

ხუთი დღის განმავლობაში მწერალთა სახლი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  ლიტერატურულ და საგანმანათლებლო საღამოებსა და დისკუსიებს დაუთმობს სივრცეს. წელს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს  19 ავტორი ეწვევა 15 ქვეყნიდან, რომელთა შორის არიან: მაიკლ პალმერი, იუჯინ ოსტაშევსკი, მელანია მაცუკო და სხვები. წინა ფესტივალების სტუმრები იყვნენ დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, ვიქტორ ეროფეევი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი ჟადანი, ტომას ვენცლოვა, ფილიპ ბესონი, იულია ფიედორჩუკი, იური ანდრუხოვიჩი, აიზეკ მერიონი, ვერა პავლოვა და სხვა საინტერესო და აღიარებული მწერალები.

 

It-ის მეორე ნაწილის პირველი ტრეილერი გამოვიდა. სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციის რეჟისორი ანდრეს მუსკეტია

It-ის გაგრძელება უკვე გაზრდილი ბავშვების ისტორიას გვიყვება. მათ მშობლიურ ქალაქში ბოროტი ჯამბაზი კვლავ ბრუნდება და ისინიც  დადებულ პირობას ასრულებენ და მასთან საბრძოლველად ძალებს იკრებენ. ფილმი კინოეკრანებზე 6 სექტემბერს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com

 

დევიდ ბექჰემს ავტომობილის მართვა 6 თვით აუკრძალეს.

მიზეზი 2018 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტი გახდა – ბექჰემი მანქანის მართვისას მობილურ ტელეფონზე ლაპარაკობდა.

წყარო: https://www.bbc.com

 

ნახეთ პირველი ქართული ლგბტ ფილმის, And Then We Danced-ის ოფიციალური ტრეილერი

შვედეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, And Then We Danced-ის მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება. ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

ტრეილერის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე:

https://www.indiewire.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.