პარლამენტის წინ განთავსებულ გახარიას ბიუსტს წვიმისგან იცავენ – დღის ვიდეო
გააზიარე სტატია
პარლამენტის წინ განთავსებულ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტს აქტივისტების საპატიო ყარაული წვიმისგან იცავს.
როგორც ცნობილია, პარლამენტთან შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი გაიხსნა. ინსტალაცია 2018 წლის 12 მაისის მოვლენებს მიეძღვნა. შარშანდელი აქციების შემდეგ მიღებული ბოდიშის გასახსენებლად, ბიუსტს სპეციალური ღილაკი აქვს, რომელზე დაჭერისას შეგიძლიათ მინისტრისგან კიდევ ერთი ბოდიში მიიღოთ.