fbpx

13 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

დილიდან უყურეთ “ბასიანის” დარბევის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერს და დაათვალიერეთ 61 წლის ლეგენდარული მსახიობის, შერონ სტოუნის ახალი ფოტოსესია ჟურნალ Vogue-სთვის. 

 

კანის კინოფესტივალი გახსნისთვის ემზადება

წელს ფრანგული რივიერა 72-ედ უმასპინძლებს კინოსამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას – კრუიზეტის ბულვარში 14 მაისიდან წითელი ხალიჩა დაიგება და კანის კინოფესტივალიც გაიხსნება. წელს საკონკურსო პროგრამაში ისეთი რეჟისორების ფილმებს ვიხილავთ, როგორებიც არიან – კვენტინ ტარანტინო, პედრო ალმოდოვარი, კენ ლოუჩი და სხვები.

წყარო: https://www.facebook.com

 

61 წლის შერონ სტოუნმა Vogue-ს ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მსახიობი ამბობს, მისი მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს ყველას, რომ ასაკი არაფერს ნიშნავს და ნებისმიერ დროს შეგიძლია გქონდეს წარმატებული კარიერა, დიდი გეგმები და ამავდროულად გამოიყურებოდე სექსუალურად.

წყარო: https://www.thesun.co.

 

მიშო ანთაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “მოსავალის” აზიური პრემიერა კორეაში, ჯონჯუს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და NETPAC Award-ით დაჯილდოვდა

„მოსავალი“ ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერია ნათია გულიაშვილი. მოვლენები კახეთში ვითარდება. ამ აგრიკულტურულად მდიდარი მიწის მცხოვრებლები ვირტუალური მოსავალის მოპოვების ციებ-ცხელებით არიან შეპყრობილნი. “მოსავალი” ჩუმი დაკვირვებაა ადამიანის, ლანდშაფტისა და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირზე კრიპტოვალუტის ეპოქაში. „მოსავალის“ მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

წყარო: http://beta.gnfc.ge

 

უტა ბერიას მხატვრული ფილმი “უარყოფითი რიცხვები” კინოეკრანებზე ოქტომბერში გამოვა.

ფილმის სიუჟეტი რეალური ისტორიებითაა აგებული და საქართველოს ეროვნული რაგბის კავშირისა და UNICEF-ის ერთობლივ პროექტზე მოგვითხრობს. იმაზე, თუ როგორ შეცვალა რაგბის თამაშმა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების ცხოვრება.  

წყარო: https://www.facebook.com

 

“ბასიანის” დარბევის ამბავზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

Raving Riot – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს რეივ აქციებზე მოგვითხრობს. 12 მაისის მოვლენებზე ფილმი ახალგაზრდა  რუსმა რეჟისორმა სტეპან პოლივანოვმა გადაიღო. მისი პრემიერა კი მოსკოვში, Beat Film Festival-ზე 6 ივნისს გაიმართება.

წყარო: https://vimeo.com

 

ნახეთ: Big Little Lies-ის მეორე სეზონის ახალი ტრეილერი

ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი სერიალის პრემიერა 9 ივნისს შედგება და როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, ის კიდევ უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი იქნება. მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს – ნიკოლ კიდმანს, რიზ უიზერსპუნს, ლორა დერნს, ზოი კრავიცსა და შეილინ ვუდლის ამჯერად ლეგენდარული მერილ სტრიპიც უერთდება.

წყარო: https://www.youtube.com

 

16 მაისს STAMBA-ში სახელოვნებო ორგანიზაცია PROPAGANDA წარმოგიდგენთ მასშტაბურ გამოფენას OXYGEN_Tbilisi No fair

გამოფენა ეცდება საქართველოს აქტუალური შემოქმედებითი ძალა აჩვენოს. OXYGEN სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების 40-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს და მრავალფორმატიანია: სოლო-გამოფენები, ინტერვენციები, შემოქმედებითი კოლაბორაციები, სტუდენტების ჯგუფური გამოფენა, თბილისის აქტიური გალერეების საპრეზენტაციო გამოფენები, გარე და ადგილსპეციფიკური ინსტალაციები, საუბრები და სადისკუსიო პანელები, ინდუსტრიული შეხვედრები და ღია სტუდიური ვიზიტები.

წყარო: https://oxygen.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.