fbpx

14 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

ქართველი დიზაინერები რომ ნელ-ნელა  იპყრობენ მსოფლიოს, ეს ახალი ამბავი აღარ არის, თუმცა დღეს ამის კიდევ ერთ მაგალითს გიჩვენებთ, რომლის მთავარი გმირები მაილი საირუსი და გიორგი ქებურია არიან. 

 

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დორის დეი 97 წლის ასაკში საკუთარ სახლში, მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

 

დეი 1960-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი და ჰოლივუდის ოქროს ხანის კინოვარსკვლავი იყო.

წყარო: https://www.bbc.com

 

ის, რაც არ უნდა გამოტოვოთ – ნახეთ GOT-ის ფინალური სერიის ტიზერი.

სამეფო კარის თამაშების” დასრულებამდე სულ რაღაც ერთი სერია რჩება. ყველა დროის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული შოუს ბოლო სერია ეთერში 19 მაისს გავა.

წყარო: https://www.youtube.com

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება კამპანიას – „ღამე მუზეუმში”

ღონისძიების ფარგლებში ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ ყველა მუზეუმში 18  მაისს, 21:00-დან 01:00 საათამდე საგამოფენო სივრცეები ღია იქნება, დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამების ჩვენება, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები და სხვა მრავალი აქტივობა ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.

 

მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 15 მაისს თამარ სხირტლაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება

შემოქმედებით საღამოზე მსახიობი ითამაშებს ნაწყვეტს სპექტაკლიდან „სარკე“. 90 წლის იუბილეს მსახიობს კოლეგები მიულოცავენ. თამარ სხირტლაძე 1949-1967 წლებში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო, 1967-1975 წლებში რუსთავის თეატრში თამაშობდა, 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა.

 

ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე საქართველოს პავილიონით წელს მეთორმეტედ იქნება წარმოდგენილი

პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე, ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი თამარ ტატიშვილი და „ქრიეითივ ევროპას“ მედია პროგრამის მენეჯერი ლევან ლომჯარია.

წელს კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ ბრუნდება ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი”. “თეთრი ქარავანის” პრემიერას კანში რეჟისორი ელდარ შენგელაია ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან – იმედა კახიანთან ერთად დაესწრება. კანის კინოფესტივალზე შედგება ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” მსოფლიო პრემიერა. ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის – მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

 

რიო დე ჟანეიროში ქართველმა მოჭიდავეებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს

რიო დე ჟანეიროში მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ჩემპიონები ოთხივე წონაში საქართველოს ნაკრების წევრები გახდნენ. ჯემალ კილაძის გუნდი ბრაზილიაში ოთხი სპორტსმენით ჩავიდა და ოთხივემ უმაღლესი შედეგი აჩვენა. საქართველოს დელეგაციას ბრაზილიაში ლაშა ლომიძე ხელმძღვანელობდა.

 

მაილი საირუსმა ახალი ალბომის გარეკანისთვის გიორგი ქებურიას სამოსი მოირგო

View this post on Instagram

Actual photo of me n my friends

A post shared by Miley Cyrus (@mileycyrus) on

ქართველი დიზაინერები რომ ნელ-ნელა  იპყრობენ მსოფლიოს, ეს სულაც არ არის ახალი ამბავი – პოპვარსკვლავმა მაილი საირუსმა ახალი ალბომის ყდისთვის გიორგი ქებურიას მიერ შექმნილი სამოსი მოირგო. საირუსის ახალი ალბომი 30 მაისს გამოვა.

წყარო: https://www.instagram.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.