27 წლის სტუდენტი KFC-ს საჭმელს ერთი წლის განმავლობაში ყალბი შემმოწმებლის სტატუსით სცანცლავდა


გააზიარე სტატია

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში დააკავეს 27 წლის სტუდენტი ბიჭი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, KFC-ს ფასტ ფუდის რესტორნებში, თავს კომპანიის მთავარი ოფისიდან გამოგზავნილ შემმოწმებლად ასაღებდა და “სინჯების” სახით უფასო საჭმელს იღებდა.

ბიჭი KFC-ში ლიმუზინით მოდიოდა ხოლმე, ყოველთვის კარგ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და ხელში კალმისტრიანი პლანშეტი ეჭირა. ის ყოველ ჯერზე KFC-ს სხვადასხვა ფილიალის სამზარეულოში შედიოდა, “ამოწმებდა” საჭმელს და ფურცელზე რაღაცას ინიშნავდა.

“მისი გამოჩენისთანავე ჩვენ ყველა ვცდილობდით ყველაფერი წესრიგში გვქონოდა. ის იმდენად დამაჯერებლად მოქმედებდა, რომ სავარაუდოდ ადრე აქ ნამუშევარი აქვს. მან ყველაფერი იცოდა. მას ყოველთვის ხელში ეჭირა კომპანიის საშვი წარწერით “სათაო ოფისი”, ითხოვდა ამა თუ იმ მენიუს ნიმუშებს და გვეუბნებოდა რომ საკვების ხარისხს აკონტროლებს.” – განაცხადა KFC-ის ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელმა.

ჩადენილის მიუხედავად, სოციალური ქსელები ამ ადამიანით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. “მან უკვე იმდენი იცის რესტორნების შესახებ, რომ KFC-მ ის თანამშრომლად უნდა აიყვანოს” – წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები და უცნობ აფერისტს ლეგენდას უწოდებენ.

 

ორიგინალი: https://www.dailymail.co.uk/ 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.