fbpx

15 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

სამწუხაროდ, დღევანდელ დილას კარგი ამბით ვერ ვიწყებთ – როგორც აღმოჩნდა, ოთო ნემსაძის მიერ შესრულებული სიმღერა “სულ წინ იარე” ევროვიზიის მაყურებელს დიდად არ მოეწონა, შესაბამისად ის ფინალში ვერ გადავიდა და საქართველო წელს კონკურსს გამოეთიშა. 

 

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

გუშინ ფრანგულ რივიერაზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალი გაიხსნა. კანი 13 დღის განმავლობაში მსოფლიო კინომოყვარულების დაკვირვების მთავარი სამიზნე იქნება. ფესტივალი ჯიმ ჯარმუშის ფილმით გაიხსნა. საკონკურსო პროგრამაშია კვენტინ ტარანტინოს, პედრო ალმოდოვარის, კენ ლოუჩისა და სხვა რეჟისორების ფილმები.

 

ნახეთ “მალეფისენტის” მეორე ნაწილის პირველი ტრეილერი.

ფილმში მთავარ როლებს კვლავ ანჯელინა ჯოლი და ელ ფენინგი ასრულებენ, თუმცა ამ შესანიშნავ დუეტს ახალ ნაწილში შეუდარებელი მიშელ პფაიფერი შეუერთდა. ფილმის პრემიერა 2019 წლის 16 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: https://www.youtube.com

 

თბილისში ცნობილი ავსტრიელი მწერალი რობერტ მენასე ჩამოვა

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს 30 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით, სპეციალური სტუმრის სტატუსით, ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ესეისტი რობერტ მენასე ეწვევა. რობერტ მენასეს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა რომანმა „დედაქალაქი“, რომელმაც 2017 წელს საუკეთესო გერმანულენოვანი წიგნის წოდება მოიპოვა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მწერალი ქართული საზოგადოების წინაშე პირველად 30 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში წარდგება.

 

13 აგვისტოს Black Sea Arena-ზე ჯარედ ლეტოს ბენდის, 30Seconds to Mars-ის კონცერტი გაიმართება.

ბილეთების გაყიდვა 20 მაისიდან დაიწყება და მისი ღირებულება 50-დან 200 ლარამდე იქნება.

 

Balenciaga-მ ლგბტ დროშის ფერების ჩანთა გამოუშვა.

პრაიდის თვის აღსანიშნავად შექმნილი ჩანთის ფასი 643 ფუნტია.

წყარო: https://www.matchesfashion.com

 

“ვარსკვლავური ომების” მომდევნო ფილმებზე “სამეფო კარის თამაშების” შემქმნელები – დევიდ ბენიოფი და დენ ვაისი იმუშავებენ.

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა დისნეის სამომავლო პროექტების გამოსვლის თარიღი 2027 წლამდე, სადაც “ვარსკვლავური ომების” სამი ფილმიც მოხვდა.

წყარო: https://www.buzzfeednews.com

 

ოთო ნემსაძე ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა.

ისრაელში მიმდინარე ევროვიზიის კონკურსის პირველ ნახევარფინალში 17 კონკურსანტიდან  ფინალში 10 გადადიოდა. ოთო ნემსაძე ასრულებდა სიმღერას “სულ წინ იარე”.

ვიდეო: https://www.youtube.com

 

Tbilisi Art Fair-ის ფარგლებში ქართული საგალერეო დიზაინ-ობიექტების დამკვიდრებისა და განვითარების პლატფორმა იქმნება

დღეს საგალერეო დიზაინ-ობიექტების გამოფენა – ,,დიზაინ ჯორჯია“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების მიერ შესრულებული ნამუშევრების ფართო სპექტრი: ავეჯი, განათება, აქსესუარები. გამოფენის მიზანია საგალერეო და საკოლექციო პროდუქტის დიზაინის სახელოვნებო მიმართულების დამკვიდრება და განვითარება. გამოფენა ტარდება თბილისის ხელოვნების ბაზრობის, TAF 2019-ის ფარგლებში.

გახსნა 15 მაისი – 18:00

16 – 19 მაისი – 12:00 – 20:00

 

მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზირი 27 (შესასვლელი რევაზ ლაღიძის ქუჩიდან)

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.