fbpx

16 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

დღევანდელი დილა ბევრი საინტერესო ამბით არის დატვირთული. მაგალითად, იცოდით, რომ GOT-ის შემქმნელებმა სერიალის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს?! რაღას უცდით, სასწრაფოდ ნახეთ საკულტო შოუზე შექმნილი ფილმის პირველი ტრეილერი. 

 

მუზეუმის ფესტივალი თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ შვეიცარიელი ხელოვანის, დანიელ შპერის ფოტოგამოფენას – „1993“  

დანიელ შპერი 1993 წელს თბილისში საერთაშორისო გაცვლითი ატელიეს – IAAB-ის ფარგლებში იმყოფებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები სწორედ საქართველოშია გადაღებული და 1990-იანი წლების პოლიტიკურ-სოციალურ და კულტურულ რეალობას ასახავს. დანიელ შპერი შეეცადა დოკუმენტური ფოტოქრონიკის სახით გადმოეცა რთული, წინააღმდეგობრივი და ამავდროულად ძიებებით აღსავსე ისტორიული სინამდვილე. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ შექმნილი ვიდეონამუშევარი.

 

 ნეტფლიქსმა Black Mirror-ის მეხუთე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა.

სერიალში Avengers: Endgame-ის მსახიობი ენტონი მეკი და მომღერალი მაილი საირუსი მონაწილეობენ. Black Mirror-ის ახალ სეზონში სამი სერია იქნება და ის ნეტფლიქსზე 5 ივნისს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას

კაკო თოფურია 1990 წლიდან  საფრანგეთში ცხოვრობს. მისი გამოფენები 1989 წლიდან იმართება საქართველოში, რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში. გამოფენა დამთვალიერებელს სთავაზობს კაკო თოფურიას ბოლო პერიოდის ნამუშევრებს. ერთიან ასოციაციებად წარმოდგენილ ფერწერულ ტილოებში მრავალგვარი ემოცია იკითხება: ნოსტალგია, ირონიზირებული მოტივები, სიახლოვის შეგრძნება და სხვა.

წყარო: https://www.facebook.com

 

HBO-მ GOT-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

საკულტო შოუს დასრულებამდე მხოლოდ ერთი სერია დარჩა. შესაბამისად, არხმა გადაწყვიტა ამ დიდებული სერიალის შიდა სამზარეულოში შეგვახედოს და გვიჩვენოს, როგორ იქმნებოდა ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალი.

წყარო: https://www.youtube.com

 

ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა “კირკე” წარმოგიდგენთ მეგან ბრიჯის ვორქშოფს – დაინახე, რასაც ამბობ

ცეკვის შესახებ წერა პირველ რიგში დაკვირვების უნარის პრაქტიკაა. ვორქშოფისას გავივლით იმას, თუ როგორ დავინახოთ ყურადღებით და ვთარგმნოთ ის, რაც ფურცელზეა. ტექსტის სიმრავლის გენერირება ხდება იმპროვიზაციული მოძრაობის მსგავსად –  აღვიქვათ რეალურ დროში არსებული სწრაფი ნიშნები და მოვახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების კულტივაცია. სიტყვების ფურცელზე გადატანის შემდეგ, ოპოზიციურ მიდგომას გამოვიყენებთ: შევქმნით და გამოვჭრით ფორმებს, გავუკეთებთ რედაქტირებას. მკვეთრად დახვეწილი, ნათელი, აღწერითი პასუხებით და ნაწერით მონაწილეები ცეკვის გაცოცხლებას შეძლებენ.

წყარო: https://www.facebook.com

 

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვანის – ლეილა შელიას ნამუშევრების სოლო გამოფენას

უზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული აბსტრაქტული ტილოები 16-დან 26 მაისამდე იქნება გამოფენილი. 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დამთვალიერებელი გამოფენის ნახვას 10:00-23:00 საათამდე შეძლებს.  

ლეილა შელია ქართველ მხატვართა შორის ერთ-ერთი პირველი აბსტრაქციონისტი ქალია. მისი შემოქმედება ყველაზე მეტად 1950-60-იან წლებში ჩამოყალიბებული ინფორმალიზმის აბსტრაქციონისტების ნამუშევრებს უახლოვდება. აბსტრაქტული კომპოზიციების მიღმა მხატვარი შინაგან განწყობას, ირეალურ, არამატერიალურ სამყაროს გადმოსცემს. მის ტილოებში  მთავარ გამომსახველობით ხერხს ფერი წარმოადგენს, რომელიც ნათელი და მსუბუქია. ხშირად მხატვარი თამამ, კონტრასტულ ფერთა შეხამებას მიმართავს.

წყარო: https://www.facebook.com

 

16 მაისს Propaganda.network წარმოგიდგენთ მასშტაბურ გამოფენას OXYGEN_Tbilisi No Fair, რომელიც ეცდება საქართველოს აქტუალური შემოქმედებითი ძალა აჩვენოს

OXYGEN ყველა  ცოცხალ ორგანიზმს აკავშირებს და არტისტული ქსელის ოპტიმალური მიკრომოდელი ხდება, რომელიც მნიშვნელოვანი და დროსთან შესაბამისი შინაარსითაა დატვირთული. ეს არის მცდელობა, წარმოვიდგინოთ ახალი სისტემა დინამიკური ნარატივებით და შევქმნათ სიხშირე, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვე ხელოვნების პოსტმედიუმ ხანას. გარდამავალ პროცესში მყოფი Stamba Hotel 10 დღით გარდაიქმნება და მისი ერთ-ერთი შენობის 3 სართულს შემოქმედებითი პრაქტიკის სახლად გადააქცევს. OXYGEN სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების 40-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს და მრავალფორმატიანია.

წყარო: https://www.facebook.com

 

მზიურის კაფემ თავისუფალი კინოჩვენებების სეზონი განაახლა

კინომოყვარულებისთვის გაზაფხულ-ზაფხულზე, პარასკეობით განტვირთვის მთავარი ადგილი მზიურია. ახალი მზიურის კაფემ სილქნეტთან ერთად ჩვენებების ტრადიცია წელსაც გააგრძელა და ამჯერად განახლებული კაფით დახვდა მაყურებელს. ეზო საკულტო ფილმების მინიმალისტური პოსტერებით არის გაფორმებული და რაც მთავარია, ეკრანზე როგორც ძველი, ასევე ახალი და საინტერესო ფილმები გადის.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.