5 ნივთი ზაფხულის ღამეებისთვის
დღეები დაგრძელდა. თბილი საღამოებისა და “ცხელი” ღამეების სეზონი იწყება. რასაკვირველია, ზაფხულის გახურებულ ღამეებს მომზადებულები უნდა შევხვდეთ – მეტი ბრჭყვიალა კაბა, მეტი ექსტრავაგანტური სამკაული, უფრო გრძელი წამწამები, მეტი დრამა. მიჰყევით სიას და ყველაფერი კარგად იქნება.
ყველა ნივთი თბილისშია და მათი ნახვა „ბაიერსის“ შოურუმშია შესაძლებელი. ონლაინ შეძენის შემთხვევაში ნივთს სახლში მოგიტანენ.
უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ ციმციმებს ვარდისფერი, ბრჭყვიალა გრძელი კაბა ზღვის სანაპიროზე ფერადი ნათურებისა და მთვარის შუქზე. ის თვალს ვერ გაშორებთ. რას ელოდებით? ლინკს მიჰყევით.
ყველა ცეკვავს, თქვენი კაბა დისკოს ყველა ნათურას ირეკლავს და ელავს. ამ კაბაში ნამდვილი ვარსკვლავი ხართ!
ოქროსფერ სანდლები Anniel-ისგან შუაღამისას რომც დაკარგოთ, აუცილებლად პრინცი იპოვის და მერე რაც მოხდება, ყველას გააოცებს.
JUSTINE CLENQUET-ის საყურე ვარსკვლავივით იბრწყინებს და ვინ იცის ვის მზერას დაატყვევებს.
ღამეზე შავი ლაინერი კატის თვალების დასახატად Rms Beauty-ისგან. სოფი ლორენი თქვენით იამაყებდა.