fbpx

მკითხე მოამბეები თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ქუჩებში გამოჩნდნენ


გააზიარე სტატია

საქართველოს დამოუკდებლობის დღის აღსანიშნად კამპანია სახელად „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“  მიმდინარეობს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებს “მკითხე მოამბეები” ხვდებიან და იმ ქართველ მოღვაწეებზე ავრცელებენ ცოდნას, რომელთა სახელებს საქართველოს ქალაქების ქუჩები ატარებენ.  

მთავრობის ადმინისტრაციისა და ლივინგსტონის ერთობლივი პროექტი საქართველოს ისტორიის შესახებ ცოდნის გავრცელებას ემსახურება. პროექტის მიზანია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მთავარი ქუჩების სახელებისა და გვარების გაცოცხლება, ცნობილი ადამიანების შესახებ ისტორიის მოყოლა და გავრცელება, მათი როლისა და ღვაწლის შეხსენება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ამით საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გააზრება, დაფასება

ნახეთ რა რეაქცია აქვთ ადამიანებს მკითხე მოამბეებთან შეხვედრისას, იციან თუ არა იმ ქართველი მოღვაწეების შესახებ, რომელთა სახელებსაც ჩვენ ყოველდღე ვიყენებთ, უბრალოდ ადგილის მოსანიშნად და ვინ არიან მკითხე მოამბეები, რომლებიც ადამიანებს ცოდნას უზიარებენ.

აუცილებლად მოგიყვებით იმაზეც, თუ როგორ გაგრძელდება პროექტი. ავტორების თქმით, წინ ბევრი ცოდნის გამავრცელებელი სიახლე გველოდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.