Newcomers-ის ფინალისტები Tbilisi Open Air-ისთვის
როგორც ცნობილია, Tbilisi Open Air-ის სულისჩამდგმელი Altervision Group-ის პროექტი Tbilisi Newcomers ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება.
პროექტი 2009 წლიდან ყოველწლიურია და 2019 წელს მეათედ ტარდება. წელს Newcomers-ში მონაწილეობის სურვილი 80-მდე ბენდმა/პროექტმა გამოთქვა. 21 მათგანს შოუქეისში მონაწილეობის საშუალება მიეცა.
გავიხსენოთ ისიც, რომ პროექტი 4 ეტაპისგან შედგება:
- შესარჩევი ეტაპი (რომელიც გასულ წლებში 400-მდე ბენდმა გაიარა);
- Showcase, რომელზედაც შერჩეული ბენდები ცოცხლად ასრულებენ თავიანთ კომპოზიციებსა და ცნობილი სიმღერების cover-ებს;
- ფინალური შოუ-კონცერტი, სადაც ფინალისტი შემსრულებლები მრავალათასიანი პუბლიკის წინაშე გამოდიან;
- გამარჯვებულები კი მონაწილეობენ კავკასიაში ყველაზე მასშტაბურ ფესტივალში – Tbilisi Open Air.
აქედან პირველი 2 ეტაპი უკვე ჩავლილია და წინ გველის ფინალი. ფინალური კონცერტის შემდეგ შეირჩევა 1 ბენდი/მუსიკალური პროექტი, რომელიც Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დაუკრავს, 2 მათგანი – ფესტივალის აკუსტიკური მუსიკისა და ჯაზის სცენაზე, Singer Stage. Tbilisi Newcomers Tbilisi Open Air-ისა და პლატფორმა „სარდაფის“ ორგანიზებით იმართება. პროექტის პარტნიორები არიან თბილისის მერია, KHIDI და მუსიკალური მაღაზია AVB.
ახლა კი გაგაცნობთ პროექტის ფინალისტებს:
ლაშა ფერცულიანი
Explorers’ Vibe
Forest Rain
Pitter J
Beqa
Leif S
Tornike Gagoshvili
Enforcement
Four Dimensional Monster Lobsters
Dudey
Mush One
OnTheRoad
ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება.
ფესტივალის ჰედლაინერები არიან – Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, “მწვანე ოთახი”; საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი.