fbpx

კონსიერჟი – ბიზნესის კომფორტი


გააზიარე სტატია

 

2019 წელს, მაშინ, როდესაც ყველა წამი მნიშვნელოვანია და ზედმეტი ხუთი წუთიც არავის გვაქვს, მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში, როდესაც ყველა წყაროდან სხვადასხვა სარეკლამო წინადადება მოგდის და სწორი არჩევანის გაკეთებისას ირევი, რა განსაკუთრებული სერვისი შეიძლება შემოგვთავაზოს კომპანიამ, რაც მართლა გჭირდება და ცხოვრებას ნამდვილად გაგვიმარტივებს? ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, უფრო ზუსტად კი საჭირო და ჩვენს გადატვირთულ დროში გამოსადეგი, საკმაოდ ძველი და ახლა გათამედროვებული პროფესია – კონსიერჟია.

კონსიერჟის სერვისი, საფრანგეთში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა მდიდრულ სახლებში მცხოვრებლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად. დროთა განმავლობაში კი ეს პროფესია მეტწილად მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებში ინტეგრირდა და რაც უფრო კარგია სასტუმრო, მით უფრო კომფორტული კონსიერჟის მომსახურება აქვს. მისი არსებობის შემთხვევაში, თქვენ თავად არ გიწევთ საღამოს რესტორნის არჩევა ან დაჯავშნა, მუზეუმისთვის ბილეთების შეძენა, ზრუნვა მანქანით მომსახურებაზე ან სასტუმროს ნომრამდე ბარგის ატანა. მაგრამ 21-ე საუკუნეში კონსიერჟები გასცდნენ სასტუმროების ფარგლებს და ჩამოაყალიბეს ელიტარული საკონსიერჟო მომსახურების კომპანიები, რომლებსაც მეტი ჰარმონია და ბედნიერება შეაქვთ ადამიანთა ცხოვრებაში.

ისე, თუკი კონსიერჟის ხსენებისას ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული  ფილმი, ვეს ანდერსონის “გრანდ ბუდაპეშტი” და მისი მთავარი გმირის, რალფ ფაიენსის მიერ ბრწყინვალედ განსახიერებული კონსიერჟი, მისიე გუსტავი გახსენდებათ, ესე იგი, თქვენ გიყვართ კინო. ჰოდა, ახლა გადმოვიტანოთ კინო რეალობაში და თანაც ქართულში.

თბილისში უკვე არსებობს კომპანია “კონსიერჟ თბილისი”, რომლის ლოგოც გასაღებია და ვიზუალური გამოხატულების გარდა სიმბოლური დატვირთვაც აქვს. გასაღები მთელი კომპანიის კულტურას ასახავს. კონსიერჟ კლუბის წევრებისათვის ყველა კარის გახსნა დამფუძნებელმა ლიზი ხაბაზაშვილმა და მისმა პარტნიორმა ნინო სხირტლაძემ ორ  წელზე მეტია დაიწყეს.

Concierge Tbilisi არის კომპანია, რომელმაც ზუსტად იცის, თუ რა არის საჭირო ეფექტური და დასამახსოვრებელი მომენტების შესაქმნელად.

კომპანია ორიენტირებულია ისეთი დეტალების მოგვარებაზეც კი, რომელიც სხვას შეიძლებოდა მარტივად გამორჩენოდა, რადგან კომპანიის ფილოსოფიის თანახმად, დეტალები ქმნიან შეუდარებელ გამოცდილებას.

კონსიერჟული მომსახურება, რომელსაც Concierge Tbilisi სთავაზობს კომპანიებს, მოიცავს სტუმრის ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას, ღონისძიებების ორგანიზებას, დიდი კომპანიებისთვის ყოველდღიური ლოჯისტიკის მოგვარებას, რაც დამკვეთებს ყოველგვარი  ზედმეტი საფიქრალისგან ათავისუფლებს. მისი მუშაობის მთავარი პრინციპია – ყოველგვარი ზედმეტი საზრუნავისგან იხსნას დამკვეთი და ორგანიზაციული საკითხები საუკეთესოდ მოაგვაროს.

როგორ? – პირველ რიგში, კონსიერჟი სწავლობს თქვენი პარტნიორების ინტერესებს, იკვლევს მათ და ალაგებს პრიორიტეტების მიხედვით. ასეთი მიდგომა კონსიერჟს ეხმარება, ზუსტად იცოდეს, რა და როგორ უნდა შესთავაზოს მას.

მას შემდეგ, რაც შეისწავლის დამკვეთის მთავარ ინტერესებს და განსაზღვრავს მასპინძლობის სრულ გეგმას, რომელიც დეტალებშია გაწერილი, თავის დამკვეთს წარუდგენს. თუკი აღმოჩნდება, რომ დამკვეთი ან თუნდაც ბიზნეს-პარტნიორი გატაცებულია ავტორბოლით, ნადირობით, გნებავთ, მხატვრობით – ბიზნეს-კონსიერჟი უზრუნველყოფს, რომ ვიზიტის ფარგლებში სტუმარი დაესწროს რალის, ან საუკეთესო ველებში ინადიროს, ანდაც საქართველოში გამოჩენილ მხატვართან ერთად ივახშმოს და ხელოვნებაზე ისაუბროს. ინტერესები შესაძლოა შეუზღუდავი იყოს, შესაძლოა ზოგიერთ კლიენტს განსაკუთრებული მოთხოვნები ჰქონდეს კერძებთან დაკავშირებით, ზოგიერთს კი სასტუმროსთან. არსებობენ ისეთი სტუმრებიც, რომლებსაც კონკრეტული მოთხოვნა აქვთ ამა თუ იმ ბრენდის ავტომობილზე. Concierge Tbilisi-ის   გუნდს ნებისმიერი ასეთი დეტალების გაგება და რაც მთავარია, მოგვარება და უზრუნველყოფა შეუძლია.

შესაძლოა სტუმარმა საქართველოში აღმოაჩინოს, რომ მოსწონს ქართული ფოლკლორი და მოუნდეს რომელიმე კონცერტზე დასწრება ან თუნდაც ცნობილი ქართული ფოლკლორული გუნდის წევრებთან შეხვედრა. კონსიერჟი ასეთ შემთხვევებში ყველაზე ოპერატიულად და ხარისხიანად შეძლებს სტუმრის სურვილების ასრულებას.

იმ შემთვევაშიც კი, როდესაც ქორწილი, კორპორაციული საღამო, პროდუქტის პრეზენტაცია, კონფერენცია ან იუბილეა ჩასატარებელი, კონსიერჟის გუნდი სრულ კრეატიულ ნაწილზე იწყებს ზრუნვას. ერთვება შინაარსობრივი ნაწილის დაგეგმვაში, მაგალითად, სტუმრების მოპატიჟებაში, ე.წ. სფიჩის მომზადებაში, ტექნიკური საკითხების მოგვარებაში და საბოლოოდ ვიღებთ კომპლექსურ მომსახურებას, რაც კონსიერჟის ანგარიშზე კმაყოფილი კლიენტების სიას ქმნის, რომელთა რიგებშიც არა მარტო ადგილობრივი, არამედ უცხოელი დამკვეთებიც არიან.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუმრისთვის ყველა საჩუქარი სწორად უნდა იყოს შერჩეული, რადგან საჩუქრები დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მათზე. ამ შემთხვევაშიც Concierge Tbilisi კვლევისა და ძიების შედეგად, აუცილებლად იპოვნის იმ გადაკვეთის წერტილებს, რომელიც საჩუქრების ზუსტ შერჩევაში დაეხმარება.

Concierge Tbilisi-ს მომსახურების მთავარი პლუსი ისაა, რომ დამკვეთებს მინიმალური დრო სჭირდებათ ასეთი საკითხების მოგვარებაში. ისინი ბოლომდე ენდობიან საკუთარ ცხოვრების სტილის მენეჯერს ან კომპანიის შემთხვევაში ბიზნეს-კონსიერჟს, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ შექმნას დაუვიწყარი დღეები დამკვეთისთვის. ბრენდის წარმატებას ხომ მასთან ასოცირებული საუკეთესო მოგონებები და ემოციები განაპირობებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.