fbpx

20 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

რამდენიმე საათის წინ ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალი “სამეფო კარის თამაშები” დასრულდა და სამუდამოდ დაემშვიდობა მაყურებელს. ახლა სამყარო GOT-ის პრიქველების მოლოდინშია. მანამდე კი გაგვიზიარეთ თქვენი შთბეჭდილებები შოუს ფინალთან დაკავშირებით.

 

ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი”, რომელიც 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ  კანში ისევ აჩვენეს.

ელდარ შენგელაია კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე იმედო კახიანთან ერთად გამოჩნდა.

 

კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამა Cinefondation-ში ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტით – “პანოპტიკონი”  ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი სიხარულიძე მონაწილეობს.

“პანოპტიკონის” წარდგენა Gray d’Albion beach-ზე (CNC Beach) გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი სიხარულიძე პროექტზე მუშაობას ტორინო სკრიპტ ლაბზე განაგრძობს.

 

ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა “კირკე” წარმოგიდგენთ ორ პერფორმანსს: თანხმობა.

Image may contain: 1 person, smiling, text

1987 წელს ფემინისტური მუსიკის მცოდნე სუზან მაკკლარიმ ბეთჰოვენის მუსიკა, კერძოდ, მისი მე-9 სიმფონია  გაუპატიურების ფაქტს დაუკავშირა. ცეკვა, რომელსაც მეგან ბრიჯი გვთავაზობს, ამ მოსაზრების კონტრარგუმენტს წარმოადგენს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

55 წლის ალპინისტმა ავთანდილ ცინცაძემ ევერესტი დალაშქრა

საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე მეთერთმეტე ქართველია, რომელმაც დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი, დაიპყრო. 55 წლის ალპინისტი ინტერნაციონალურ ექსპედიციაში 2 აპრილს ჩაება, ბრიტანელ, სამხრეთკორეელ, ინდოელ და ნეპალელ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად. ექსპედიციის მეთაური კანადელი კლეიტონ მეთიუსი იყო. ჯომოლუნგმაზე (8848 მეტრი) ჯგუფი 16 მაისს ავიდა.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/

 

BBC სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაზე სერიალს გადაიღებს

ფილმის სცენარისტების – ადამ პატერსონისა და დეკლან ლაუნის განცხადებით, მათ ნაწარმოებს საფუძვლად კვლევები დაედება. ტელეფილმის სახელწოდება და მსახიობების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს.

წყარო: https://www.bbc.com/

 

სიუზან სარანდონი აშშ-ს ერთ-ერთ სკოლაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ გადაღებულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს.

ფილმში Tunnels სარანდონი ბებიის როლს მოირგებს. რეჟისორის სკამს კი ჯონ კროკიდასი დაიკავებს.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

რობერტ პატინსონი ბეტმენის როლს შეასრულებს

Robert Pattinson Batman

ბინდის” ვარსკვლავი რობერტ პატინსონი მეტ რივზის ფილმში ბეტმენის როლის შეასრულებს. ამ როლის განსახიერების შემდეგ, 32 წლის პატინსონი ბეტმენის როლის ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გახდება.

წყარო: https://variety.com/

 

პაოლო სორენტინოს სერიალში “ახალი პაპი” ჯუდ ლოუს და ჯონ მალკოვიჩს მერილინ მენსონი და შერონ სტოუნიც შეუერთდებიან.

ჯერ უცნობია, რომელ როლებს შეასრულებენ ისინი. ინტერნეტში მათი ორი ახალი ფოტოც გავრცელდა.

 

ევროვიზია 2019-ზე ნიდერლანდების წარმომადგენელმა დანკან ლოურენსმა გაიმარჯვა.

ხუთეულში ასევე მოხვდნენ იტალიის, რუსეთის, შვეიცარიისა და ნორვეგიის წარმომადგენლებიც.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.