5 სათვალე, რომლის გარეშეც ზაფხული ზაფხული არ იქნება
გააზიარე სტატია
ზაფხულის მწველი მზისთვის თვალის გასწორება არაფრით არ გამოვა ფერადი სათვალის გარეშე. ქალაქში თუ ზღვის სანაპიროზე, მთაში თუ სოფელში, მზის სათვალე, როგორც კალეიდოსკოპის შუშები ჩვენს გარემოს აფერადებს.
“ბაიერსის” შოურუმში ბევრი ახალი სათვალეა. ჩვენ ის 5 შევარჩიეთ, რომელიც ყველა ფერადი გოგოს ცხვირს დაამშვენებს.
ყველა ნივთი თბილისშია და მათი ნახვა „ბაიერსის“ შოურუმშია შესაძლებელი. ონლაინ შეძენის შემთხვევაში ნივთს სახლში მოგიტანენ.
სათვალე ჯაჭვით justine clequet-ისგან განსაკუთრებულებისთვის, საყოველთაო ყურადღების მისაჯაჭვად.
შუშის და მეტალის “ქეთ აი“ Le Specs X Adam Selman-ისგან ვარდისფერის მოყვარული ფისოებისთვის.
ჭრელი, მასიური ჩარჩოთი R.T.CO-სგან ოდრის სულის გამოსაძახებლად.
წყლისფერი MYKITA X Maison Margiela-სგან. დაე, მოდის კვირეული მარად გაგრძელდეს.
ფუქსიისფერი Le Specs X Adam Selman-ისგან ამერიკული კინოკლასიკის გმირის იმიჯის შესაქმნელად.