ლანდშაფტის დიზაინის მნიშვნელობა “ლისი დეველოპმენტის” ქალაქში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი

ურბანულ გარემოში მიმდინარე პროცესების – მზარდი მშენებლობების ფონზე , რომელიც   იწირავს ქალაქში დარჩენილ მწვანე კუნძულებს, რომელიც ასე ძალიან მნიშვნელოვანია აქ  მცხოვრებთათვის და ასევე, ეკოლოგიური პირობები, რომელიც წლიდან წლამდე უარესდება, ასეთ დროს  განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს გამწვანების საკითხები და ადამიანის დამოკიდებულება ბუნებასთან.

ურბანული თუ ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე, თანამედროვე ადამიანი უფრო მეტად მიისწრაფვის სილამაზისკენ და ცდილობს არ გაწყვიტოს კავშირი ბუნებასთან. სასიამოვნო დიზაინით მოწყობილ ლანდშაფტს კი შეუძლია დადებითი ემოციები მოგვანიჭოს, ახალი ენერგიით დაგვმუხტოს და უფრო მეტი შემოქმედებითობისკენ გვიბიძგოს, რაც ასევე სასიამოვნოდ აისახება ადამიანების კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხზე.

სახლი რომ მხოლოდ კვადრატული მეტრების ერთობლიობა არ არის და საუკეთესო გარემოს მოწყობა გამწვანების და სარეკრეაციო ადგილების უზრუნველყოფის გარეშე არ შეიძლება, კარგად ესმის კომპანია “ლისი დეველოპმენტს”. კომპანიის მთავარი კონცეფცია 80/20 პრინციპია, რაც გულისხმობს კუთვნილი ფართობიდან 20%-ის სამშენებლოდ გამოყენებას, ხოლო 80% გამწვანებას ეთმობა. გამწვანების ასეთი დიდი დოზის შემოტანით, “ლისი დეველოპმენტმა”, ერთგვარი სტილი შექმნა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ადამიანის საცხოვრებელი გარემო, სადაც ის დასვენებას და ბედნიერ ცხოვრებას შეძლებს. ქართული დეველოპერული ბაზრისთვის უჩვეულო “დათმობა” , კომპანია “ლისი დეველოპმენტის” ერთერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა.

“ლისი დეველოპმენტის” მწვანე ქალაქში, თანამედროვე არქიტექტურას, ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტის მშვენიერება და დადებით ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს ქმნის.

კომპანიის მიზანი, საცხოვრებელი კომპლექსის ირგვლივ სკვერების ლანდშაფტური დიზაინი ყოფილიყო ძალიან მიახლოებული ბუნებასთან – შესრულდა. “ლისი დეველოპმენტმა” ამ მიზნის მისაღწევად უზარმაზარი სამუშაო გასწია, რათა ნიადაგის კვლევის და შეფასების ანალიზის მიხედვით, გაეგო თუ რომელ მცენარეს “მოეწონებოდა” ლისის ნიადაგზე ცხოვრება და ამის მიხედვით შეადგინა ძალიან დიდი ნუსხა, რა მცენარეები გაიხარებდნენ მწვანე ქალაქის საცხოვრებელ კომპლექსში. ლანდშაფტის დიზაინის ერთ-ერთი გასათვალისწინებელი კომპონენტიც ეს არის – მცენარეთა ჯიშები შეესაბამებოდნენ გარემო პირობებს, კლიმატს და მათზე ზრუნვისას გათვალისწინებული იყოს მათი თავისებურებები.

“ლისი დეველოპმენტის” მწვანე ქალაქში ახლა ისეთ მცენარეებს შეხვდებით, როგორიცაა : კედარი, ლაილანდიის კვიპაროსი, იტალიური ფიჭვი, იფანი, აკაკი, წითელი ტყემალი, ტირიფი და სხვა მრავალი მცენარე. გაზაფხულიდან შემოდგომამდე მრავალფეროვანი ფერთა გამა თვალს ატკბობს და იქაურ გარემოს ახალისებს. ლანდშაფტზე ზრუნვას არც მწვანე ქალაქის  მობინადრეები აკლებენ და თავიანთ ნაკვეთებზე რგავენ სხვადასხვა მცენარეებს.

ლანდშაფტური სივრცის შექმნა, სხვადასხვა კომპოზიციურ პრინციპებს აერთიანებს, ერთ-ერთი ხედების სივრცის გადაწყვეტის საკითხია. “მწვანე ქალაქში ლისზე” მცენარეები ისეა განაწილებული, რომ იქაურ ბინადრებს მზერა მშვენიერი ხედებისკენ ჰქონდეთ მიმართული.

ათი წლის წინ, “ლისი დეველოპმენტის” ქალაქში, როდესაც ყველაფერი იწყებოდა , გამწვანება ერთ-ერთ სარისკო საკითხად ითვლებოდა – ლისის რთული რელიეფის გამო.   კომპანიის დიდმა ძალისხმევამ და სურვილმა, გაეშენებინა ნამდვილად მწვანე ქალაქი და გაემწვანებინა უფრო მეტი ტერიტორია, გადაუჭრელი პრობლემების დაძლევა შეძლო. 2010 წლიდან დღემდე, “ლისი დეველოპმენტმა”  37 000 ხე დარგო მწვანე ქალაქში და კვლავაც აგრძელებს მათზე ზრუნვას.


რეკომენდებული სტატიები
"ლისი გრინსის" დეკორატიული მებაღეობა

"ლისი გრინსის" დეკორატიული მებაღეობა

"ლისი გრინსის" დეკორატიული მებაღეობა
სანერგე “ლისი გრინსი” ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.  ის გამოირჩევა განსაკუთრებით ხარისხიანი და მრავალფეროვანი მცენარეებით, რომელიც ექსკლუზიურად ჩამოაქვთ იტალიიდან
“ლისი დეველოპმენტის” მულტიფუნქციური ქალაქი

“ლისი დეველოპმენტის” მულტიფუნქციური ქალაქი

“ლისი დეველოპმენტის” მულტიფუნქციური ქალაქი
რამდენ უსიამოვნებას, შფოთვას და წვრილმანებზე დარდს აიცილებდით თავიდან, თუკი გეცოდინებოდათ, რომ შესაძლოა ყველაფერი ერთ სივრცეში არსებობდეს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.