fbpx

MON PARFUME PEARL – სუნამოების ხაზის ახალი ვარსკვლავი M.MICALLEF-ისგან


გააზიარე სტატია

 

მწვანეში ჩაფლული ტერასის ფონზე მარტინ მიკალეფის ჭრელი კაბა ეგზოტიკური ყვავილივით ანათებდა. მინიატიურული ქალი მხიარული თვალებითა და უშრეტი ენერგიით მასსავით ფერადი სუნამოების შესახებ ისეთი სიყვარულით ჰყვებოდა, რომ ცოცხლად დავინახე მზიან დღეს საფრანგეთის ქვიშიან სანაპიროზე მოთამაშე ბავშვები. ერთადერთი და, ცელქ ძმებს შორის, რომელიც ბიჭებს არაფერში არ უნდა ჩამორჩეს – მარტინია.

 

 

„შეიძლება სუსტად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის. მე ძალიან ძლიერი ქალი ვარ“, – ამბობს მარტინი და ხელში მარგალიტისფერ ბოთლს ატრიალებს. ეს მისი სუნამოების ხაზის ახალი ვარსკვლავია – MON PARFUME PEARL.

„მე უპირველეს ყოვლისა არტისტი ვარ და ყველა ბოთლის შექმნას ისე ვუყურებ, როგორც სახელოვნებო პროცესს. ეს ბოთლი მისი უცნაური ფორმის გამო ისეთივე მოუხელთებელია, როგორც თევზი, რადგან მე თევზი ვარ ჰოროსკოპით; თან ქვასაც მაგონებს, ისეთს, მე და ჩემი ძმები რომ ვისროდით წყალში.  ეს წრეები  შუშაზე კი, წყალში წარმოქმნილი წრეებია“.   

ვარდის, პიონის, ჰელიოტროპის რბილი, პუდროვანი სურნელი, ვანილის მსუბუქი ნოტებით, დახვეწილი არომატის ღრუბელში გაგხვევთ. კანზე სუნამოს ღრმა, მდგრადი ფუნდამენტი იღვიძებს და ჭეშმარიტ სახეს ავლენს. ეს არის MON PARFUME PEARL, რომელიც წლების განმავლობაში მარტინის პირადი, საიდუმლო სუნამო იყო.

გრასის აყვავებულ უსასრულო მინდვრებში მაისის ბოლოს ერთი განსაკუთრებულად სურნელოვანი ვარდის, სენტიფოლიას არომატი დომინირებს. სწორედ ეს ვარდი და ჟასმინია პარფიუმერიის სახლის, M.MICALLEF-ის სუნამოების განუყოფელი ნაწილი.  საფრანგეთის პარფიუმერიის მექაში იქმნება ნიშური სუნამოების ხაზი, რომელსაც მარტინი და მისი მეუღლე ჯეფრი ნიუმანი ხელმძღვანელობენ.

გრასი თავისი უძველესი პარფიუმერული ფაბრიკებით ინსპირაციის უშრეტი წყაროა მიკალეფის სახლისთვის. მათი ახალი სუნამო SPIRITUAL ხაზიდან  SECRETS OF LOVE სწორედ ერთ-ერთი უძველესი ქარხნის აღმოსავლური ფანჯრებითაა შთაგონებული.

M.MICALLEF-ის სუნამოების სრული სპექტრის შეძენა ახლა უკვე თბილისში, L’AROME BOUTIQUE-შია შესაძლებელი.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.