fbpx

ქართველმა სუმოისტმა – ტოჩინოშინმა დღეს ოძეკის ტიტული დაიბრუნა


გააზიარე სტატია

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ – ტოჩინოშინმა დღევანდელ ორთაბრძოლაში ოძეკის ტიტული დაიბრუნა. გორგაძემ დაამარცხა იოკუძუნა კაკურიუ და მეათე გამარჯვება მოიპოვა.

ოძეკის ტიტული ტოჩინოშინმა წინა ტურნირზე დაკარგა. მაშინ ის ტრავმის გამო ასპარეზობას გამოეთიშა, რის შემდეგაც ნაცუ ბაშოზე სეკივაკის წოდებით გამოდიოდა.

ტოჩინოშინის შემდეგი ბრძოლა ხვალ გაიმართება – თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ ვის დაუპირისპირდება ქართველი გოლიათი.

თუ გსურთ უკეთესად გაერკვეთ სუმოს ტერმინოლოგიაში, ან გაინტერესებთ ლევან გორგოძის წარსული ასპარეზობების ისტორია, შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გაეცნოთ AT.ge-ს სტატიებს მოცემულ თემაზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.