28 მაისი დილიდან
დილა მშვიდობისა!
დღეს დილიდან გიამბობთ ქართველების დიდი წარმატებების შესახებ: გაგაცნობთ 12 წლის ალექსანდრეს, რომლის გამოსვლამაც უკრაინულ Voice-ში ჟიური აატირა, ასევე მომღერალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს და კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ირმა ხეცურიანის გამარჯვებას, რომელიც ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი უკვე მეთექვსმეტედ გახდა.
ნახეთ 12 წლის ქართველი კონკურსანტის, ალექსანდრე ზაზარაშვილის გამოსვლა უკრაინულ Voice-ში.
ალექსანდრეს ე.წ. ბრმა კასტინგზე ჟიურის ყველა წევრი მიუბრუნდა. ქართველმა მომღერალმა All by myself შეასრულა.
ვიდეო: https://www.youtube.com/
ირმა ხეცურიანი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა
2019 წლის მაისს მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა ბრაზილიაში 3 სპორტსმენით იასპარეზა. საქართველოს ნაკრებს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი წარმოადგენდნენ. ირმა ხეცურიანმა წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო თასს მეთექვსმეტედ დაეუფლა. A კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინა თიბილაშვილმა.
საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გიორგი როსტიაშვილი წარადგენს.
ის საბავშვო მუსიკალური კონკურსის, „რანინას“ ფარგლებში გამოვლინდა. საბავშვო ევროვიზიას წელს პოლონეთი მასპინძლობს. ის 2019 წლის 24 ნოემბერს ჩატარდება.
ვიდეო: https://www.youtube.com/
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე მდებარე ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა
„ქრისტეს ქანდაკება რიოსა და მთლიანად ბრაზილიის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს შვიდ ახალ საოცრებათა შორის ერთ-ერთია. გამომდინარე აქედან, მონუმენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად მილიონობით ადამიანის ხედვის არეალშია და შესაბამისად, ქანდაკების განათება საქართველოს დროშის ფერებში ჩვენი ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: https://www.facebook.com/
Marvel-ის კომიქსების ავტორის, სტენ ლის ყოფილი მენეჯერი კია მორგანი არიზონის პოლიციამ დააკავა
მორგანი მოხუცთან სასტიკ მოპყრობაში, ქურდობაში, ფულის გაფლანგვასა და გაყალბებაში, ასევე უკანონო დაკავებაშია ბრალდებული. პოლიციის თქმით, 2018 წელს მორგანმა სტენ ლის 262 ათასი დოლარი მიითვისა. სტენ ლის ქალიშვილი 2018 წელს ამბობდა, რომ მენეჯერი მამამისით მანიპულირებდა და ოჯახთან და მეგობრებთან შეხვედრას უკრძალავდა. მისი თქმით, მორგანი ცდილობდა კომიქსების ავტორის ფინანსები გაეკონტროლებინა. მალე მორგანს ლოს-ანჟელესში გადაიყვანენ, სადაც ის სასამართლოს წინაშე წარდგება.
ლეგენდარული სტენ ლი 2018 წლის 12 ნოემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო: https://apnews.com/
TBILISI NEWCOMERS 2019-ის გამარჯვებული FOUR DIMENSIONAL MONSTER LOBSTERS გახდა
Altervision Group-ისა და პლატფორმა “სარდაფის” მიერ ორგანიზებული ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მსმენელთა წინაშე 12 ქართული პროექტი წარდგა. ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებული Four Dimensional Monster Lobsters გახდა. ჯგუფი 21 ივნისს Tbilisi Open Air 2019-ის მთავარ სცენაზე დაუკრავს.
ვიდეო: https://www.youtube.com/
სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინს 44 მილიონის გადახდა დააკისრა
სექსუალურ ძალადობაში მხილებული ამერიკელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაზარალებულ ქალებს 44 მილიონი დოლარის ოდენობის თანხას გადაუხდის, საუბარია ადმინისტრაციულ სარჩელებზე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება და მორიგი დაპირისპირება სასამართლო დარბაზში პროდიუსერს წინ აქვს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გაზეთებში – New York Times-სა და New Yorker-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც თორმეტი ქალი ვაინშტაინს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, სტატიებს სამოქალაქო და საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, მომჩივანთა რიცხვი კი 80-მდე გაიზარდა. გავლენიანმა პროდიუსერმა მალევე დაკარგა სამსახური, ოჯახი და სტატუსი.
წყარო: https://www.theguardian.com
თანამშრომლების გაფიცვის გამო ლუვრის მუზეუმი დაკეტილია.
გაფიცვის მიზეზი დამთვალიერებლების რაოდენობაა. თანამშრომლების განმარტებით, ისინი ვიზიტორების ნაკადს ვერ უმკლავდებიან. გასულ წელს ლუვრს 10 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია.
წყარო: https://www.france24.com/