fbpx

ჰოჲ – მოძრაობის თეატრში ახალი ქართული ქორეოდრამის პრემიერა გაიმართება


გააზიარე სტატია

 

28 და 29 მაისს მოძრაობის თეატრის სცენაზე ახალი ქართული ქორეოდრამის – “ჰოჲ”-ს პრემიერა გაიმართება, რომელიც ერთი ამოსუნთქვით, ერთ მოქმედებად ჩაივლის.

ჰოჲ – ეს არის ცეკვით გადმოცემული ამბავი იმ ფიქრების შესახებ, რომელთა დახმარებითაც იდეალურ სამყაროში ვხვდებით. ცეკვა ვნებასა და ზმანებასთან ერთად. ის, რასაც ვხედავთ, ის, რაც გვესმის და შევიგრძნობთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ მდგომარეობებს.

ქორეოდრამაზე ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა, თათა ვარდიშვილმა იმუშავა. მხატვარი და ქორეოგრაფი კი ტატო გელიაშვილია.

 

 

“ქორეოდრამას საფუძვლად ქართული სარიტუალო წარმოდგენები უდევს. ”ჰოი” გვიამბობს აისიდან, დაისამდე. ჩვენ ვცხოვრობთ, განვიცდით და ვგრძნობთ ფიზიკაზე დაყრდნობით. 55 წუთის მანძილზე კი 8 შემსრულებელი სხვადასხვა იმპროვიზირებულ მოცემულობას წარმოგვიდგენს. საინტერესოა ისიც, რომ გუნდი არაპროფესიონალი მსახიობებით დაკომპლექტდა. არაპროფესიონალ ადამიანებთან მუშაობის მიზანი და მიზეზი კი  შემოქმედებითი განტვირთვის სურვილია.

ქორეოდრამის ფორმა ფიზიკურ თეატრს მიეკუთვნება, რაც არცისე ხშირად ახასიათებს წარმოდგენებს ქართულ თეატრებში. ვიმედოვნებ, რომ ქართველი მაყურებელი გაიგებს იმ შეგრძნებებს, განცდებს, რაც  სრულიად შემოქმედებითმა ჯგუფმა სპექტაკლში დავთესეთ.

ჩვენი ეპილოგის შემდეგ მეტად პატრიოტულები, მშრომელები და ჰუმანურები მინდა ვიყოთ ადამიანები. ჩვენი პერფომანსის მესიჯიც ხომ სწორედ ეს არის?!”, — ამბობს ტატო გელიაშვილი At.ge-სთან საუბრისას.

პრემიერაზე დასასწრები ბილეთები კი უკვე გაყიდვაშია და ნებისმიერ მსურველს, შეუძლია, რომ 28, ან 29 მაისს უჩვეულო და ძალიან საინტერესო სანახაობის ერთი პატარა, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი ნაწილი გახდეს.

ბილეთები: https://eventikz.com/event/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.