fbpx

მეტროპოლიტენ ოპერის საუკეთესო ათეულში ანიტა რაჭველიშვილიც მოხვდა


გააზიარე სტატია

ყველასათვის საყვარელმა და ცნობილმა 35 წლის ქართველმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია და მეტროპოლიტენ ოპერის ათ საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა.

ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური ონლაინ სააგენტო Opera Wire წერს — სიაში ზუსტად ის შემსრულებლები მოხვდნენ, რომლებმაც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე 2018-2019 წლების სეზონზე გამოდიოდნენ და ოპერის მოყვარულებს ყველაზე მეტად დაამახსოვრეს თავი.

სტატიის ავტორი ვრცლად განიხილავს ანიტა რაჭველიშვილის მიერ მიღწეულ წარმატებას და იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართველი მეცო-სოპრანოს კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონი იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს სულაც არ არის ანიტა რაჭველიშვილის მიერ მიღწეული პირველი დიდი წარმატება — პარიზის ოპერაში დალილას როლის შესრულებისთვის მან Bachtrack Opera Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი მომღერლის ტიტული მოიპოვა.

ასევე გასული წლის იანვარში მომღერალმა სადებიუტო ალბომი “Anita” გამოუშვა, რომელიც Opera Awards-ის საუკეთესო სოლო ალბომების ნომინაციაში მოხვდა და პარალელურად The New York Times-მა ის მსოფლიოში კლასიკური სიმღერის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლადაც კი დაასახელა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.