fbpx

29 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დილიდან ბევრი კარგი ამბავი მოგიტანეთ: წარმატებული ქართულ-შვედური ფილმის, And Then We Danced-ის რეჟისორმა ლევან აკინმა ახალი პროექტი დააანონსა. აქვე უნდა ნახოთ ანიტა რაჭველიშვილისა და თეა დარჩიას მიერ თბილისის მეტროში შესრულებული “კარმენი”. 

 

დღის ვიდეო: ნახეთ ანიტა რაჭველიშვილისა და თეა დარჩიას პერფორმანსი თბილისის მეტროში.

31 მაისს ამ უნიჭიერესი მუსიკოსების ფესტივალი იწყება, კონცეპტArt-თან და ფონდ "იავნანასთან" ერთად. ბილეთები იყიდება Biletebi.geეს ფანტასტიკური იდეა და მისი განხორციელება , ეკუთვნის თეონა ჯორბენაძეს!!! ვიდეოს ავტორი იულია დავიდენკო♥️♥️♥️🙏🏻🙏🏻🙏🏻#TeaDarchia #Tedasi #TedasiFriends

Gepostet von Tea Darchia am Dienstag, 28. Mai 2019

 

ანიტა რაჭველიშვილი თბილისის მეტროს ვაგონში მღეროდა, თეა დარჩია კი ცეკვავდა – ქართველმა ხელოვანებმა ახლაგაზრდა ვირტუოზების მხარდასაჭერად ფლეშმობი მოაწყვეს. პერფორმანსს ესწრებოდა ნიკოლოზ რაჭველიც. ქართველი ხელოვანები 31 მაისიდან მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში კონცერტების სერიას გამართავენ. საერთო ჯამში ამ ფესტივალის ფარგლებში სულ სამი კონცერტი გაიმართება 31 მაისს, 3 და 7 ივნისს.

წყარო: https://fortuna.ge/ 

 

ჩინეთის ერთ-ერთ ნაკრძალში კამერებმა ალბინოსი პანდა დააფიქსირეს

ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც კამერებმა ალბინოსი პანდა გადაიღეს. ფოტო აპრილში სიჩუანის პროვინციაში, ვოლონის ეროვნულ ნაკრძალშია გადაღებული. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ცხოველის თეთრი შეფერილობა და მოწითალო თვალები სწორედ ალბინიზმითაა გამოწვეული. ისინი თვლიან, რომ პანდა ერთიდან ორ წლამდეა. ნაკრძალში ახალი კამერების დამონტაჟება იგეგმება, რათა ალბინოს პანდას დააკვირდნენ.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

ლევან აკინი, რომელმაც საქართველოში ფილმი “და შემდეგ ვიცეკვეთ” გადაიღო, მომდევნო ფილმის გადაღებას სტამბოლში გეგმავს

როგორც რეჟისორმა ნორდიკულ ფონდთან ინტერვიუში თქვა, სავარაუდოდ, ფილმს მომავალი წლის შემოდგომაზე გადაიღებენ. ფილმი საქართველოდან სტამბოლში მოგზაურობაზე მოგვითხრობს, მანამდე კი გეგმავს მუშაობას სერიალზე Dough, რომელსაც შვედური ტელეკომპანია იღებს.

 

ელდარ შენგელაიას ფილმის, “კავკასიური ტრიოს” პრემიერა საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში 30 მაისს გაიმართება

მხატვრული ფილმის მთავარი გმირები აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მეგობრები არიან, რომლებიც ერთ-ერთი მათგანის შვილს პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.

ფილმში მსახიობები იური სტოიანოვი, გოგა პიპინაშვილი, სერგეი გუზეევი, ფატიმა იბრაგიმბეკოვა, ბაადურ წულაძე თამაშობენ.

 

სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ჯუნ-ჰო ბონგის ფილმების რეტროსპექტივა მომავალ თვეს მიუნხენის კინოფესტივალზე შედგება

ბონგი კანის 72-ე კინოფესტივალის მთავარი გამარჯვებულია. კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება “მოგონებები მკვლელობაზე”, “სტუმარი”, “თოვლისმჭრელი” და “ოკჯა”. გარდა ამისა ფესტივალის მთავარ საკონკურსო სექციაში მიიღებს მონაწილეობას მისი ახალი ნამუშევარიც – “პარაზიტი“.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

ქეით ბლანშეტი და სარა პოლსონი ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ

Sarah Paulson Cate Blanchett

ორი ოსკარის მფლობელმა მსახიობმა FX-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა და 9-ეპიზოდიან მინი სერიალში – Mrs. America მთავარ როლს შეასრულებს. ბლანშეტს პარტნიორობას ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მსახიობი, ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი სარა პოლსონი გაუწევს.

სერიალის სიუჟეტი რეალურ ამბებს ეფუძნება და 70-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. ბლანშეტი რეალურად არსებულ ფელის შლეფლის ითამაშებს, რომელმაც სახელი კონსერვატიული შეხედულებებით გაითქვა. იგი ანტიფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთ გამორჩეული ლიდერი იყო.

წყარო: https://tvline.com

 

Friends-ის ვარსკვლავი, შეუდარებელი ლიზა კუდროუ ეკრანს ახალი კომედიური სერიალით, Good People-ით დაუბრუნდება

Good People ერთ ოფისში მომუშავე სამი თობის ქალის შესახებ მოგვითხრობს და გვიჩვენებს იმ განსხვავებებსა თუ მსგავსებებს, რაც მათ აქვთ. შოუში აქცენტი გაკეთდება მათ დამოკიდებულებებზე კულტურასთან, ფემინიზმთან, კლასობრივ თუ რასობრივ საკითხებთან მიმართებაში.

წყარო: https://www.vulture.com

 

 


რეკომენდებული სტატიები
28 მაისი  დილიდან 
Play Video

28 მაისი დილიდან 

28 მაისი  დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გიამბობთ ქართველების დიდი წარმატებების შესახებ: გაგაცნობთ 12 წლის ალექსანდრეს, რომლის გამოსვლამაც უკრაინულ Voice-ში ჟიური აატირა, ასევე მომღერალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს და კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ირმა ხეცურიანის გამარჯვებას, რომელიც ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი უკვე მეთექვსმეტედ გახდა. 
27 მაისი დილიდან 
Play Video

27 მაისი დილიდან 

27 მაისი დილიდან 
დილა მშვიდობისა!   კანის კინოფესტივალზე კრიტიკოსთა შეფასებების ათეულში And Then We Danced მეშვიდე ადგილს იკავებს და დადებითი რევიუებით უსწრებს ისეთი რეჟისორების ბოლო ნამუშევრებს, როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო და კენ ლოუჩი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.