fbpx

ვეგანური და ვეგეტარიანული ადგილები თბილისში


გააზიარე სტატია

 

ეთიკური, მორალური თუ ჯანმრთელი დიეტის სახელით ვეგეტარიანელობა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ვეგეტარიანელობა იქცა როგორც ფილოსოფიად, ცხოვრების წესად და შესაბამისად, უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა ისეთი ადგილების, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ვეგეტარიანული საკვების ჭამა.

თბილისშიც სულ უფრო მეტი ვეგეტარიანული კაფე იხსნება, რომელთაც ძირითადად, აერთიანებთ მენიუში ხორცის კერძის არქონა, ხოლო იდეურად ხშირ შემთხვევებში განსხვავდებიან.

 

კივი კაფე 

Image may contain: food

კივი კაფე ერთერთი ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანული კაფეა თბილისში.

2015 წელს გახსნილი სივრცე დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს იმის მიუხედავად, რომ ის არაკომერციული დაწესებულებაა. კივი კაფეს მიზანია ხელი შეუწყოს ვეგანური საკვების გავრცელებას და შესთავაზოს ალტერნატივა იმ ადამიანებს, ვინც უარი თქვა ცხოველურ პროდუქტებზე  ცხოველთა უფლებების, გარემოს დაცვის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო. აღსანიშნავია, რომ დაწესებულება დაინტერესებულ ორგანიზაციებს სთავაზობს სოციალურ სივრცეს შეხვედრებისთვის, დისკუსიებისთვის და სემინარებისთვის.

 

ლეილა

Image may contain: table, food and indoor

კაფე ლეილა თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს. პატარა, მყუდრო კაფე აღმოსავლური ინტერიერით და მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა.

 

გობი

Image may contain: food

გობი სტუმრებს ქართულ-აღმოსავლური ვეგეტარიანული და ვეგანური საკვებით უმასპინძლდება. ის 2018 წლის მიწურულს გაიხსნა, თუმცა ჯანმრთელი და გემრიელი საჭმელებით მალევე დაიმკვიდრა ადგილი არა მხოლოდ ვეგეტარიანელი, ან ვეგანი გურმანების გულში.

 

ჰუმუს ბარი


ჰუმუს ბარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ვეგანური, ასევე ვეგეტარიანული კერძები. აქცენტი კეთდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამზარეულოზე. დაწესებულების სახელიდან გამომდინარე მათი განსაკუთრებული კერძი ჰუმუსია, თუმცა შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი კერძები, როგორიცაა ჰამშუკა, მუშაოოშა, მსაბახა და სხვა.

 

ნამუ


ნამუ 2016 წელს დაფუძნებული პირველი ქართული უმი ვეგანური სამზარეულოა. ნამუს საქმიანობა მოიცავს დაამზადოს ვეგანური პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს შაქარს, ხორბალს, რაფინირებულ ზეთს და სუფრის მარილს. მიუხედავად იმისა, რომ ნამუ არ ფუნქციონირებს როგორც კაფე, მათი ტერიტორია გარკვეულ დღეებში რესტორნად იქცევა და ამ სახითაც მასპინძლობს სტუმრებს.

 

ჰემსი


ჰემსი ჯანსაღი და ამავდროულად სწრაფი კვების ობიექტია. გამოირჩევა სხვადასხვა ქვეყნის – ტაილანდი, იაპონია, მექსიკა, ლიბანი და ა.შ. ვეგეტარიანული მენიუთი. ასევე, აღსანიშნავია, რომ მათი შესაფუთი მასალის 80% ბიოდეგრადირებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ იყენებენ ქაღალდის საწრუპებს, დანა-ჩანგლებს, კონტეინერებს და სხვა. ამ გზით ისინი ჩართულები არიან პლასტმასის საწინააღმდეგო საერთაშორისო კამპანიაში. გაითვალისწინეთ, ჰემსის კერძების დაგემოვნება მხოლოდ გამოძახებით შეგიძლიათ.

იმის მიუხედავად, რომ ქართული სამზარეული გამოირჩევა ხორცით მომზადებული კერძებით, სასიამოვნო ფაქტია ის, რომ თბილისში უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება ვეგეტარიანული კერძების მიმართ. ადგილებს, სადაც ვეგეტარიანული ან ვეგანური სამზარეულო აქვთ უცხოელ ტურისტებთან ერთად უფრო მეტი ქართველი სტუმრობს. თბილისში არსებული ვეგეტარიანული და ვეგანური კაფეების რაოდენობაც უფრო და უფრო იზრდება.


რეკომენდებული სტატიები
პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ
თუმცა, ბოლო წლებში, თბილისში რამდენიმე ვეგეტარიანული კაფე გაიხსნა. 2016 წლიდან კი ფუნქციონირებს “ნამუ”, სადაც სამზარეულო არათუ ვეგეტარიანული, არამედ ვეგანურია, თანაც უმად მომზადებული (raw Vegan).
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.