fbpx

3 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს 3 ივნისია და  HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის – Chernobyl-ის ფინალური სერიის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო გვაშორებს. თუმცა, სანამ მეხუთე ეპიზოდს ვნახავთ, გთავაზობთ ტიზერს, რომელიც დასკვნითი ნაწილისადმი მოლოდინს კიდევ უფრო გაგიზრდით. 

 

ნახეთ: HBO-ს ჩერნობილის ფინალური სერიის პრომო

ფინალური სერია დღეს, 3 ივნისს გამოდის. მინისერიალი 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში მომხდარი ბირთვული კატასტროფის შესახებ მოგვითხრობს და იმ შემზარავ ისტორიებს გვიყვება, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა საბჭოთა ხელისუფლების არასწორი და დაგვიანებული რეაქციის შედეგად.

წყარო: https://www.youtube.com/

 

7, 8 და 9 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ტარდება ტრადიციული Art Weekend

No photo description available.

  • პარასკევი, 7 ივნისი
    დათო კოროშინაძე და ნინა ახვლედიანი – “დავით კაკაბაძე – ხელოვნება და მეცნიერება”
    Anushka Chkheidze – კინოჩვენება – ჯიმ შვანთე
  • შაბათი, 8 ივნისი
    მიშა ჩარკვიანი – “სოციალური და პოლიტიკური თეატრი – იარაღი საკუთარ თავზე და გარემოზე სალაპარაკოდ”
    გურამ ღონღაძე – “დევიდ ლინჩის Twin Peaks-ის მითოლოგია”
    ნიკოს პოდკასტი (feat. Special Guest): “გასართობი დაკვირვებები ქართულ ფილმებზე”
  • კვირა, 9 ივნისი
    ანა კორძაია-სამადაშვილი – “ჯგუფი 47”
    ლევან გიგინეიშვილი – “საუბარი ჯერომ სელინჯერის წიგნზე “თამაში ჭვავის ყანაში”
    დათო გორგილაძე და სანდრო რაჩკოვსკი – “გრაფიკული ნოველები – ლიტერატურის ყველაზე ახალგაზრდა და დაუფასებელი ჟანრი”

წყარო: https://www.facebook.com/

 

თურქეთში მწერალ ელიფ შაფაქის მიმართ გამოძიება დაიწყო

გამოძიება სოციალურ ქსელებში დაწყებულ კამათს მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილმა ზოგიერთი მწერალი იმ ქმედებების გამართლებაში დაადანაშაულა, რომელთა შესახებაც ისინი თავიანთ ნაწარმოებებში წერდნენ. მათ შორისაა ბავშვზე ძალადობა და სექსუალური ძალადობა.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

ახალი ბეტმენი რობერტ პატინსონი იქნება.

კომპანია Warner Bros-მა რობერტ პატინსონსა და ნიკოლას ჰოლტს შორის არჩევანი სწორედ “ბინდის” ვარსკვლავზე გააკეთა. როგორც ცნობილია, ფილმის გადაღებები მალე დაიწყება, პრემიერა კი 2021 წელს შედგება.

წყარო: https://deadline.com/

 

ლას-ვეგასში, გასართობ კომპლექს Park MGM-ში ამერიკელი პოპვარსკვლავის, ლედი გაგას კოსტიუმების გამოფენა გაიხსნა.

Lady Gaga is bringing Haus history to Park MGM! #HausOfGagaLV is an evolving space that will transport visitors through the history and vision of the Haus Of Gaga, featuring exclusive merch and memorabilia curated by Nicola Formichetti. Opens tomorrow at 12PM PT. #GagaVegas

Gepostet von Lady Gaga am Mittwoch, 29. Mai 2019

ღონისძიების სტუმრები  იმ კაბებს დაათვალიერებენ, რომლებიც მომღერალს სხვადასხვა დაჯილდოებაზე, ვიდეორგოლის გადაღებაზე თუ კონცერტზე ეცვა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

სახლი, რომელშიც “სოპრანოს კლანი” გადაიღეს, იყიდება

სახლის ამჟამინდელი მფლობელები პატი და ვიქტორ რეჩიები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ უკვე საკმაოდ ბევრი მყიდველი  გამოჩნდა. ამ ეტაპზე ნიუ-ჯერსიში მდებარე სახლის ფასი $3,4 მილიონია, თუმცა რეალტორები ვარაუდობენ, რომ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ფასი მოიმატებს.

წყარო: https://www.bbc.com

 

ტრეილერი: პიქსარმა ახალი ანიმაციური სერიალი ელფ ძმებზე გადაიღო. Pixar-ისა და Disney-ის ახალი ერთობლივი ანიმაცია Onward 2020 წლის გაზაფხულზე გამოვა.

სიუჟეტი მოგვითხრობს ორ ელფზე, რომლებიც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან თავგადასავალს წამოიწყებენ, რათა გაიგონ, დარჩა თუ არა მათ სამყაროში მაგია.

წყარო: https://www.youtube.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.