fbpx

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება


გააზიარე სტატია

 

 

თანამედროვე სამყაროში კომუნიკაცია სულ უფრო მარტივი და საქმეზე ორიენტირებულია. მარტივად რომ ვთქვათ, საქმიანი ადამიანები კომუნიკაციაში დახარჯული მინიმალური დროით, მაქსიმალური შედეგის მიღწევას ცდილობენ. თუმცა, ინფორმაციის ყველაზე სწორი ფორმით გაზიარება სულაც არ არის მარტივი და, რა თქმა უნდა, ამასაც ნიჭი სჭირდება.

სწორედ ამიტომ, თბილისში 20-დან 22 ივნისის ჩათვლით ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ჩვენს რეგიონში უპრეცედენტო, საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები Impact Hub Tbilisi და Coda Story არიან.

მედია, ფოტოგრაფია, კინო, განათლება, ლიტერატურა, პარფიუმერია, მეწარმეობა – ეს იმ სფეროების ჩამონათვალია, რომელში მომუშავე პროფესიონალ ადამიანებსაც  ZEG – Tbilisi Storytelling Festival გააერთიანებს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თითოეულმა მათგანმა ამბის გადმოცემის საკუთარი, გამორჩეულად საინტერესო ხერხი გაგვიზიაროს.

 

20+ STORYTELLERS | 10+ DIFFERENT INDUSTRIES | 3 DAYS OF INSPIRATION

How can we craft narratives for the future? ZEG: a storytelling festival exploring topics ranging from the nature of biography to the personality of perfume to how to think about the future of education to how to challenge the forces of confusion in a post-truth world. Join the conversation with renowned writers, thinkers, filmmakers, entrepreneurs, and artists this June in Tbilisi at ZEG. Immerse yourself in three days of interactive masterclasses, in-conversation sessions, innovative workshops, networking, and performances from June 20-22 in Tbilisi, Georgia.

Gepostet von ZEG – Tbilisi Storytelling Festival am Freitag, 12. April 2019

 

ფესტივალი სულ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 29 უცხოელი სტუმარი მიიღებს, მათ შორის Warner&Bro’s Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, საგანმანათლებლო პლატფორმა “მასტერკლასის“ დამფუძნებელი აარონ რასმუსენი, პულიცერის პრემიის ფინალისტი და რამდენიმე საინტერესო წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი ტომას დვორჟაკი და ა.შ.

 

 

ასევე ფესტივალის სპიკერებს შორის იქნებიან BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ისა და The Economist-ის ჟურნალისტები.

ღონისძიების თითოეულ სტუმარს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს ამბის თხრობის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღოს არაჩვეულებრივი ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

Image may contain: 1 person, smiling

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასები და სპეციალურად ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ვორქშოფებიც არის დაგეგმილი.  

ფესტივალის მხარდამჭერები თიბისი სტატუსი, თბილისის მერია, ვინდფორსი, ამერიკის საელჩო, “აჭარა ჯგუფი”, “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო”,  “ფაბრიკა” და „ლუტეცია“ არიან.

ამბის თხრობის ფესტივალზე დასწრების მსურველებისთვის ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.