fbpx

ტრამპის თვითმფრინავს თინეიჯერმა მინდორში დიდი პენისი დაუხატა


გააზიარე სტატია

აშშ პრეზიდენტის დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის წინ, თავისი ოჯახის კუთვნილ მიწაზე, ინგლისელმა თინეიჯერმა დონალდ ტრამპს საპროტესტო მესიჯი და უზარმაზარი პენისის გამოსახულება გაკრეჭილ ბალახზე დაუხატა.

ოლი ნანკაროვმა მთელი უიკენდი ესექსში თავის მიწაზე ბალახის საკრეჭით “Oi Trump”-ისა და ”Climate change is real”-ის დაწერაში, ასევე პოლარული დათვისა და პენისის დახატვაში გაატარა.

 

 

18 წლის ბეჯით მოსწავლეს იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი მის ქმნილებებს თავისი საპრეზიდენტო თვითმფრინავიდან, სტანსტედის აეროპორტში დაჯდომამდე დაინახავდა, რომელიც ბიჭის სახლის ახლოს მდებარეობს.

“დონალდ ტრამპი, თავისი დამოკიდებულებით კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მიუღებელია და მინდოდა რომ ეს მას კარგად ცოდნოდა, როცა ორშაბათს სტანსტედს გადაუფრენდა” – განაცხადა ბიჭმა.

ოლი ნანკაროვი კომპანია Born Eco-ს დამფუძნებელია, რომელიც მომხმარებელს ეკომეგობრული მეურნეობების წარმომადგენლებთან აკავშირებს.

 

ორიგინალი: https://www.independent.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.