fbpx

მარტინ პარის “ბრექსიტი”


გააზიარე სტატია

 

ბრიტანელი ფოტოგრაფი მარტინ პარი ნახევარი საუკუნეა თანამემამულეთა ცხოვრებას აღწერს. მისი სოციალურ-დოკუმენტური ხელწერა ხშირად ირონიულია, ერთდროულად მოიცავს კომედიურ და ტრაგიკულ შინაარსს. როგორც თავად ამბობს, თავის ნამუშევრებში ამბავს ბოლომდე არასოდეს ჰყვება, მნახველს ინტერპრეტირებისა და ინდივიდუალური აღქმის შესაძლებლობას უტოვებს.

 

ბრისტოლი. სერიიდან „ფიქრები ინგლისზე“

 

„ინგლისელი და ამაყი“

2016 წლიდან მარტინ პარმა მუშაობა დაიწყო სერიაზე, რომლის მიზანი იყო ბრიტანელების რეალობის ასახვა, რაც „ბრექსიტს“  – რეფერენდუმის შედეგად ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

დამთვალიერებლის „ბრექსიტისადმი“ დამოკიდებულების მიუხედავად, პარის ნამუშევრები მრავალმხრივად იკითხება: ზოგი მზარდი ნაციონალიზმის არცთუ მისასალმებელ ფორმებს ხედავს, ზოგი კი – სიამაყეს, რომელიც ბრიტანული კულტურით, ღირებულებებითა და ფასეულობებითაა ნაკარნახევი. „მარტინ პარი ფსიქოლოგია, რომელიც პროფესიონალური, მიუკერძოებელი თვალით გვაკვირდება ჩვენ – პაციენტებს, მოქალაქეებს, ისმენს ჩვენს პრობლემებს, ჩვენს განცდებს,“ – ამბობს ლონდონის პორტრეტების ეროვნული გალერეის კურატორი ფილიპ პროჯერი.

 

„მსვლელობა წმინდა გიორგის დღეს“. უესთ ბრომვიჩი, 2017

 

უილენჰოლის ბაზარი. უოლსოლი, 2011

მარტინ პარის დაკვირვების ობიექტს ასაკოვანი ხალხი წარმოადგენს. სწორედ მათმა დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი  ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილებას.

 

„მარტინ პარი ფოტოსერიაში იმიგრაციის პრობლემებს ეხება. მისი კადრი კორნუოლის სანაპიროზე მეტაფორულია. ადამიანთა ჯგუფი ჰორიზონტისკენ იხედება, თითქოს უცხო მიწებისკენ უჭირავთ თვალი. ბავშვიანი ქალი გამაფრთხილებელ წითელ ალამს უყურებს, მხოლოდ ერთი ბავშვი ამყარებს კონტაქტს კამერასთან და ის ბრიტანეთის მომავლის სიმბოლოა.“ – ამბობს პროჯერი.

 

 

დედოფალი. ლონდონი, 2015

 

ლონდონი, 2018

 

კორნუოლის ნავსადგური, 2018

 

კემბრიჯი, 2015

 


რეკომენდებული სტატიები
ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა
წარმოგიდგენთ რამდენიმე ახალგაზრდა  ფოტოჟურნალისტსა და ფოტოდოკუმენტალისტ ქალს, რომლებსაც წარმატებული კარიერული სტარტი აქვთ
ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
Play Video

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
კრისტი ლი როჯერსი საკუთარ ხელწერაზე მიქელანჯელოს და კარავაჯოს გავლენას თავადაც აღიარებს, თუმცა, იტალიელებისგან განსხვავებით, ის მხატვრული ტილოების ეფექტს ფოტოგრაფირებით ქმნის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.