კომპანია “ავიატორ პლუსმა” პრესკონფერენცია გამართა
6 ივნისს ყაზბეგში კოპანია ავიატორ პლიუსის კუთვნილი ვერტფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. უბედური შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი: თორნიკე ოსიაშვილი, კონსტანტინე საცერაძე და ილიკო ბადიაშვილი გარდაიცვალნენ.
46 წლის ილიკო ბაიდაშვილი პროფესიონალი პილოტი 2012 წლამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და სამხედრო მფრინავი იყო.
25 წლის თორნიკე ოსიაშვილი სასტუმრო Rooms-ის თანამშრომელი (შვეიცარი), 28 წლის კონსტანტინე საცერაძე, კი ასევე სასტუმრო რუმსის თანამშრომელი, ფრენის კოორდინატორი იყო.
როგორც კატასტროფის თვითმხილველი მწყემსი ფიცხელაური ამბობს, ვერტფრენი არც რაიმე წინაღობას გამოედო და არც ცეცხლი გასჩენია.
პრეს-კონფერენცია კომპანია „ავიატორ-პლიუსის“ დირექტორის მოადგილესთან გიორგი მოლოდინაშვილთან, ყაზბეგში მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით
Gepostet von Aviator Helicopters am Samstag, 8. Juni 2019
ვერტმფრენის ჩამოვარდნიდან მესამე დღეს კომპანია “ავიატორ-პლუსის” დირექტორის მოადგილემ პრეს-კონფერენცია გამართა, მედიის კითხვებს უპასუხა და საზოგადოებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.