fbpx

Lucy Lovers Studio


გააზიარე სტატია


Lucy-ის იდეა ბერლინში გაჩნდა. სიმბოლურია, რომ სტუდია “ზაარბრიუკენის მოედანთან”, ხიდის ქვეშ, მდინარესთან ახლოს მდებარეობს.

მულტიფუნქციური  ტატუ და პირსინგ სტუდია,  თავისუფალი სივრცეა ახალგაზრდა, დამწყები არტისტებისთვის, Live პერფორმანსებისთვის, Queer Party-ებისთვის, მუსიკისთვის. ადგილი, სადაც შეგიძლიათ წიგნის პრეზენტაცია ჩაატაროთ, მოაწყოთ ინსტალაცია და გაუზიაროთ თქვენს გულშემატკივრებს. დამფუძნებლის, ნატა ბერაძის მთავარი იდეაც ეს  იყო – შეექმნა სივრცე, სადაც მომუშავე პერსონალიც კი არ იგრძნობს თავს შეზღუდულად, არ ექნებათ სტანდარტული სამუშაო დრო, არ იმუშავებენ ყოველდღე და არტისტები შეენაცვლებიან ერთმანეთს.

 

ფოტო: გიგა წილოსანის ტატუები

 

Lucy-ის ხშირად სტუმრობენ მოწვეული სტუმრებიც, მათ შორის იყო ბერლინში მოღვაწე ტატუ არტისტი ანა ტაბატაძე, რომელიც სტუდიის გახსნაზე ჩამოვიდა და ორი კვირა დარჩა. ნატას მთავარი სურვილი იყო და ფაქტია, რომ გამოსდის კიდეც – სტუმრად მოიწვიოს უცხოელი ან უცხოეთში მოღვაწე ტატუ არტისტები, რომლებიც უკვე თავიანთი ინიციატივითაც უკავშირდებიან მას ვიზიტის დასაგეგმად. მსგავს ივენთებს რომ არ ჩამორჩეთ და გამოაკლდეთ, მიჰყევით Lucy-ის სოციალურ ქსელებში:

ფოტო: ანა ტაბატაძის ტატუები

 

სტუდიაში გარდა გემოვნებიანი, მრავალფეროვანი მუსიკისა, აღმოაჩენთ ორგანულ ჩაის და ყავას, სასარგებლო ფრეშებს, ადგილზე დამზადებულ ლიმონათს და რაც მთავარია, არ დაგხვდებათ Wi-fi, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს სივრცე ყველანაირი გემოვნების ადამიანებს აძლევს საშუალებას გაერთონ, დრო ატარონ ერთმანეთთან  ურთიერთობით, მოუსმინონ მუსიკას და მოსწყდნენ ვირტუალურ სივრცეს.

პარასკევი და უქმე დღეები ცხადია, ეთმობა Live პერფორმანსებს, მუსიკას და გართობას. რაც შეეხება კვირის დღეებს, თავისუფალია ყველანაირი დახურული წვეულებებისთვის, გამოფენებისთვის, პრეზენტაციებისთვის. განსაკუთრებული ხელშეწყობა ელით  დამწყებ არტისტებს. Queer Party-ებზე Lucy გპირდებათ მკაცრ დაშვებას სივრცეში, ადგილობრივ მუსიკას, თავისუფლებას და დასამახსოვრებელ მოგონებებს.


რეკომენდებული სტატიები
ბრაზილიელ ტატუ-არტისტს, საშინელი ნახატების მიუხედავად კლიენტების ზღვა ელოდება

ბრაზილიელ ტატუ-არტისტს, საშინელი ნახატების მიუხედავად კლიენტების ზღვა ელოდება

ბრაზილიელ ტატუ-არტისტს, საშინელი ნახატების მიუხედავად კლიენტების ზღვა ელოდება
ჰელენას ხატვის არაფერი გაეგება, მაგრამ სწორედ ამ ნაკლის გამო, მას საშუალება მიეცა გამოენახა საკუთარი ორიგინალური ნიშა კონკურენტულ გარემოში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.