შეამოწმეთ, ხართ თუ არა დალტონიკი – იშიჰარას ტესტი “ფერების სიბრმავეზე”
გააზიარე სტატია
დალტონიზმი მხედველობის დეფექტია. ეს “ფერადი სიბრმავე” ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა, რომელიც მსოფლიოში მამაკაცთა 2-8%-ს და ქალთა 0,5%-ს აღენიშნება.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს ახლობელ ადამიანს დალტონიზმი ჭირს, ამის გადასამოწმებლად შეგიძლიათ იშიჰარას ფერების ტესტი გამოიყენოთ.
ორი სკრინშოტი გახსნილი ილუსტრაციების – ერთი ციფრის ერთიც კლაკნილი ხაზის
მოცემულ ტესტში 1-დან 17-მდე ილუსტრაციები რიცხვებს შეიცავს, ხოლო 18-დან 24-მდე ილუსტრაციები კი კლაკნილ ხაზებს.
- დაჯექით მონიტორისგან 75 სანტიმეტრის დაშორებით, ისე რომ ილუსტრაცია თქვენი თვალების დონეზე იყოს.
- უმჯობესია, თუ ბუნებრივი განათების მქონე სივრცეში მოთავსდებით და ეკრანი გადაჭარბებულად მკვეთრი განათების რეჟიმში არ გექნებათ. ხელოვნურმა განათებამ და მონიტორის მკვეთრმა რეჟიმმა შესაძლოა შეცვალოს ილუსტრაციების ფერები.
- სცადეთ გამოიცნოთ ილუსტრაციებში დამალული რიცხვები 5 წამის განმავლობაში. შემდეგ დააწკაპუნეთ ილუსტრაციაზე.
- ილუსტრაციაზე დაწკაპუნებით თქვენ შეძლებთ დამალული რიცხვის ან ფიგურის დანახვას, რასაც ასევე მოჰყვება განმარტება თქვენი კონდიციის შესახებ – იმ შემთხვევაში, თუ დამალული გამოსახულება ვერ დაინახეთ.
- დალტონიზმის სიმწვავის ხარისხის დასადგენად განაგრძეთ ტესტი და გაიარეთ ყველა ილუსტრაცია.
- გაუზიარეთ ტესტი თქვენს მეგობრებსაც!
იშიჰარას ფერების ტესტი
ასევე:
- თქვენ შეგიძლიათ გადართოთ ილუსტრაცია დაფარულ და გახსნილ რეჟიმებზე მათზე დაწკაპუნებით.
- N1 და N24 ილუსტრაციები საკონტროლო ტესტებია – ადამიანები ნორმალური მხედველობით, ისევე როგორც ნებისმიერი სახის დალტონიზმის მქონენი, ამ გამოსახულებებს დაინახავენ. ეს კარგი საშუალებაა ცუღლუტი ბავშვების გამოსავლენად.
- ეს ტესტები არ უნდა ჩაითვალოს 100%-იან დიაგნოზად. თქვენი მონიტორი და ონლაინ გამოსახულებების ხარისხის დანაკარგები გავლენას ახდენს გამოყენებულ ფერებზე. თუ ტესტების გავლისას ეჭვი გაგიჩნდათ, რომ დალტონიზმი გჭირთ, უნდა მიმართოთ პროფესიონალ ექიმს.
- ტესტების პასუხების გასახსნელად ჩართული უნდა გქონდეთ JavaScript.
- შეიქმნა ასევე ამ ტესტების აპლიკაციაც ანდროიდის მომხმარებლებისთვის. სხვა ყველაფერთან ერთად, აპლიკაცია Color Blend გეტყვით იმ ობიექტის ნამდვილ ფერს, რომელსაც თქვენს ტელეფონს მიუშვერთ – რაც ძალიან მოსახერხებელია ფერების აღქმის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
ორიგინალი: https://colour-blindness.com/