შეამოწმეთ, ხართ თუ არა დალტონიკი – იშიჰარას ტესტი “ფერების სიბრმავეზე”


გააზიარე სტატია

 

დალტონიზმი მხედველობის დეფექტია. ეს “ფერადი სიბრმავე” ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა, რომელიც მსოფლიოში მამაკაცთა 2-8%-ს და ქალთა 0,5%-ს აღენიშნება.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს ახლობელ ადამიანს დალტონიზმი ჭირს, ამის გადასამოწმებლად შეგიძლიათ იშიჰარას ფერების ტესტი გამოიყენოთ.

ორი სკრინშოტი გახსნილი ილუსტრაციების – ერთი ციფრის ერთიც კლაკნილი ხაზის

მოცემულ ტესტში  1-დან 17-მდე ილუსტრაციები რიცხვებს შეიცავს, ხოლო 18-დან 24-მდე ილუსტრაციები კი კლაკნილ ხაზებს.

  • დაჯექით მონიტორისგან 75 სანტიმეტრის დაშორებით, ისე რომ ილუსტრაცია თქვენი თვალების დონეზე იყოს.
  • უმჯობესია, თუ  ბუნებრივი განათების მქონე სივრცეში მოთავსდებით და ეკრანი  გადაჭარბებულად მკვეთრი განათების რეჟიმში არ გექნებათ. ხელოვნურმა განათებამ და მონიტორის მკვეთრმა რეჟიმმა შესაძლოა შეცვალოს ილუსტრაციების ფერები.
  • სცადეთ გამოიცნოთ ილუსტრაციებში დამალული რიცხვები 5 წამის განმავლობაში. შემდეგ დააწკაპუნეთ ილუსტრაციაზე.
  • ილუსტრაციაზე დაწკაპუნებით თქვენ შეძლებთ დამალული რიცხვის ან ფიგურის დანახვას, რასაც ასევე მოჰყვება განმარტება თქვენი კონდიციის შესახებ – იმ შემთხვევაში, თუ დამალული გამოსახულება ვერ დაინახეთ.
  • დალტონიზმის სიმწვავის ხარისხის დასადგენად განაგრძეთ ტესტი და გაიარეთ ყველა ილუსტრაცია.
  • გაუზიარეთ ტესტი თქვენს მეგობრებსაც!

იშიჰარას ფერების ტესტი

ასევე:

  • თქვენ შეგიძლიათ გადართოთ ილუსტრაცია დაფარულ და გახსნილ რეჟიმებზე მათზე დაწკაპუნებით.  
  • N1 და N24 ილუსტრაციები საკონტროლო ტესტებია – ადამიანები ნორმალური მხედველობით, ისევე როგორც ნებისმიერი სახის დალტონიზმის მქონენი,  ამ გამოსახულებებს დაინახავენ. ეს კარგი საშუალებაა ცუღლუტი ბავშვების გამოსავლენად.
  • ეს ტესტები არ უნდა ჩაითვალოს 100%-იან დიაგნოზად. თქვენი მონიტორი და ონლაინ გამოსახულებების ხარისხის დანაკარგები გავლენას ახდენს გამოყენებულ ფერებზე. თუ ტესტების გავლისას ეჭვი გაგიჩნდათ, რომ დალტონიზმი გჭირთ, უნდა მიმართოთ პროფესიონალ ექიმს.
  • ტესტების პასუხების გასახსნელად ჩართული უნდა გქონდეთ JavaScript.
  • შეიქმნა ასევე ამ ტესტების აპლიკაციაც ანდროიდის მომხმარებლებისთვის. სხვა ყველაფერთან ერთად, აპლიკაცია Color Blend გეტყვით იმ ობიექტის ნამდვილ ფერს, რომელსაც თქვენს ტელეფონს მიუშვერთ – რაც ძალიან მოსახერხებელია ფერების აღქმის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

ორიგინალი: https://colour-blindness.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.