17 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან გიამბობთ ამბებს კიკბოქსისტ ელენე ლოლაძეზე, რომელიც მსოფლიო თასის მფლობელი გახდა, ასევე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ  ნაკრებზე, რომელმაც მსოფლიოს ერთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა და იორდანიის დედოფალ რანიაზე, რომელსაც ოფიციალურ მიღებაზე ქართველი დიზაინერების სამოსი ეცვა. 

 

კიკბოქსინგის მსოფლიო თასზე გამარჯვებული ელენე ლოლაძე გახდა.

Image may contain: one or more people

ტურნირი იტალიის ქალაქ რიმინში მიმდინარეობდა. ტურნირში 42 ქვეყნის 2 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

 

რომი ქართული კინოს დღეებს მასპინძლობს

ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი. ასევე პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო პროგრამა “საქართველო-ევროპა”. ღონისძიების ფარგლებში რომის კინოს სახლში ნაჩვენები იქნება შემდეგი ქართული ფილმები:

  • “მანდარინები” (რეჟისორი ზაზა ურუშაძე)
  • “ცისფერი მთები” (რეჟისორი ელდარ შენგელაია)
  • “ნატვრის ხე” (რეჟისორი თენგიზ აბულაძე)
  • “შემთხვევითი პაემნები” (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი)
  • “ჩემი ბებია” (რეჟისორი კოტე მიქაბერიძე)

რომში ასევე მოეწყობა ქართული კინოპოსტერების, ისტორიული ფოტომასალისა და წერილების გამოფენა, რომელიც  ქართველი და იტალიელი კინემატოგრაფისტების მეგობრობას უკავშირდება.

წყარო: http://beta.gnfc.ge/

 

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია.

Image may contain: 5 people, shoes and basketball court

ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში კუბა ანგარიშით – 31:21 დაამარცხა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

იორდანიის დედოფალი რანია ოფიციალურ მიღებაზე ქართველი დიზაინერების სამოსით გამოცხადდა.

Image may contain: 1 person, standing and shoes

Image may contain: 2 people, people sitting

ფოტოები: https://www.facebook.com/

 

ახალი აზომვის შემდეგ დადგინდა, რომ მყინვარწვერის რეალური სიმაღლე 5054 მეტრია

 

აქამდე მყინვარწვერის სიმაღლედ 5 047 მეტრი ითვლებოდა, თუმცა ახლახან ჩატარებული აზომვის შედეგად გაირკვა, რომ კავკასიონზე მდებარე უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე რეალურად ზღვის დონიდან 5 054 მეტრია. ინიციატივა კავკასიის სკი-ტურინგის ქსელს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს უმაღლესი მწვერვალების აბსოლუტური სიმაღლეების გეოდეზიურ გადაზომვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აპირებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

Mr Zeffirelli pictured in 2014

ძეფირელს კარიერის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ფილმი აქვს გადაღებული, მათ შორის უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”, ასევე შექსპირის ნაწარმოების მიხედვით “ჭირვეულის მორჯულება”, სადაც მთავარ როლს ელიზაბეტ ტეილორი ასრულებს. იტალიური მედიის ინფორმაციით რეჟისორი დიდხანს ავადმყოფობდა.

წყარო: https://www.bbc.com/news/world-europe-48648278

 

ნეტფლიქსმა Dark-ის მეორე სეზონის ტიზერი გამოაქვეყნა.

როგორც ცნობილია, ამოუხსნელი და მისტიკური ამბები, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ხდება, სტრიმინგ-სერვისზე 21 ივნისიდან გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ოსკაროსან რეჟისორს, პედრო ალმოდოვარს ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო ოქროს ლომს გადასცემენ

Pedro AlmodovarVariety 'Pain and Glory' party, 72nd Cannes Film Festival, France - 16 May 2019Wearing Fendi

ესპანელი რეჟისორის ბოლო ფილმის – “ტკივილი და დიდებას” პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. სურათში მთავარ როლებს პენელოპე კრუზი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ; ბანდერასმა კი  კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კანში ჯილდოც დაიმსახურა. ვენეციაში საპატიო ჯილდოს გადასცემენ მსახიობ ჯული ენდრიუსსაც.

წყარო: https://variety.com/

 

კანის 73-ე კინოფესტივალის ჩატარების თარიღი ცნობილია.

Bong Joon-ho reacts after winning the Palme d'Or (Golden Palm) for the movie 'Parasite' during the Closing Awards Ceremony of the 72nd Cannes Film Festival, in Cannes, France, 25 May 2019. The Golden Palm winning movie will be screened after the closing ceremony.Closing Award Ceremony - 72nd Cannes Film Festival, France - 25 May 2019

ლაჟვარდოვანი სანაპირო ათასობით ჟურნალისტს, კრიტიკოსსა და კინოვარსკვლავს 2020 წლის 12 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

წყარო: https://variety.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.