fbpx

რიდლი სკოტის მიერ დანახული Hennessy XO


გააზიარე სტატია

 

Hennessy ეს სახელია, რომელიც ასოცირდება ხარისხთან და სასმელის კულტურასთან. კონიაკის ეს ბრენდი  ყოველთვის ინოვატორული მიდგომით გამოირჩეოდა. პირველი XO ხომ ზუსტად ჰენესიდან იღებს თავის დასაბამს.

თებერვალში, ოსკარის დაჯილდოების დროს, Hennessy XO-ს ახალი რეკლამის პრემიერა შედგა, რომლის რეჟისორიც ლეგენდარული რიდლი სკოტია.

 

 

Hennessy XO, The Seven Worlds საკულტო რეჟისორის პირველი სარეკლამო რგოლია ბოლო 30 წლის განმავლობაში. Odyssey ცდება საკუთარი მედიუმის საზღვრებს, მოკლე დროში ქმნის სრულიად ახალ სკოტისეულ სამყაროს, რომელიც „ჰენესის“ XO-ში აღმოჩენილ 7 ნოტას ეხება.

 

გთავაზობთ ინტერვიუს Hennessy-ის სახლის ელჩთან Julien Pepin Lehalleur-თან.

 

Hennessy-ის ბევრი მოყვარული ჰყავს საქართველოში. გვესაუბრეთ იმაზე, როგორც შეძლო ბრენდმა 250 წლის განმავლობაში მეწინავე ადგილის შენარჩუნება?

ცნობილი ფაქტია:  „ჰენესი“ ნომერ პირველი კონიაკია მე-19 საუკუნის შუალედიდან. „ჰენესის“ წარმატების მიზეზი, ხარისხის მუდმივობაა. როდესაც მომხმარებელი ჩვენს სასმელს მიირთმევს წლიდან წლამდე, მან იცის რას უნდა ელოდოს, როგორ ხარისხსს და გემოს, რა ემოციებს.

ჯეიმს ჰენესიმ, რომელიც „ჰენესის“ დამაარსებლის შვილი იყო, თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ბიზნესი არ აეწყო რაოდენობაზე, არამედ შეექმნა მაღალი ხარისხის პროდუქტი.

ასევე მნიშვნელოვანია ბრენდის მხარეც, მე ვფიქრობ, რომ „ჰენესი“ ყოველთვის იყო სახლი, რომელიც მომავლისკენ იყურება. მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის თავისი ეპოქის ნაწილი იყო და არის, ხშირად უსწრებს კიდეც მას. ამიტომაა ინოვატორი. XO ჰენესის სახლში შეიქმნა. ჩვენ პირველები შევედით ჩინეთის ბაზარზე. სწორედ ეს და სხვა ფაქტორები განაპირობებენ „ჰენესს“ პიონერულ სულისკვეთებას. მომხმარებლებს იმიტომ აქვთ სწორი ასოციაცია, რომ „ჰენესს“ აქვს სწორი ღირებულებები.

 

როგორ დაიწყეთ კონიაკის ბიზნესში მოღვაწეობა? რა იყო თქვენი მოტივაციის მიზეზი?

ჩემი კარიერა სტაჟიორობით დაიწყო. კარგი ფაქტია ის, რომ 1997 წელს, როდესაც ბიზნეს სკოლაში ვსწავლობდი, გავხდი სტაჟიორი „ჰენესში“.

როდესაც დავამთავრე ბიზნეს სკოლა, მალევე Moet & Chandon-ში, ფინანსების განყოფილებაში დავიწყე მუშაობა, შემდეგ მოდის ბიზნესში გადავედი და 6 წელი Dior-ში დავყავი, მერე რამდენიმე წელი ლიბანური კომპანიისთვის ვმუშაობდი. ვთანამშრომლობდი მაღალი მოდის სახლებთან, როგორებიც არიან – Gucci, Prada, Dior და სხვა.

როდესაც გადავწყვიტე, რომ ისევ სასმელის ინდუსტრიაში მინდოდა დაბრუნება, KRUG Champagne-ში დავიწყე მუშაობა, სადაც შემდეგი 6 წლის განმავლობაში ვუძღვებოდი ბიზნესისა და განვითარების დეპარტამენტს აზიასა და ამერიკაში.

ერთი წლის წინ  სამსახური შემომთავაზეს „ჰენესში“, საგანმანათლებლო დეპარტამენტში. ეს ჩემთვის იდეალური სამსახურია, ეს ხომ ყველაზე დიდი და საკულტო ალკოჰოლის სახლია საფრანგეთში.

 

რა არის ყველაზე გავრცელებული მცდარი შეხედულება კონიაკზე?

დეგუსტაციის დროს ყველას უკვირს, როდესაც XO-ს ყინულთან ერთად ვთავაზობთ, მე მათ სულ ვპასუხობ, რომ XO ზუსტად ყინულთან ერთად არის Hennessy-ს სადეგუსტაციო კომისისს  საყვარელი სასმელი. ერთ-ერთი ყველაზე მცდარი შეხედულება Hennessy-ზე და ზოგადად, კონიაკზე სწორედ ის არის, რომ თურმე ცივ ამინდში უნდა დალიო, მასთან ერთად საჭიროა სიგარა, Snifter, ან ეგრეთ წოდებული “კონიაკის ჭიქა” და შესაფერისი სიტუაცია. მაგრამ ეს სულ არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ კონიაკით ისიამოვნოთ.

სინამდვილეში კონიაკი ძალიან დახვეწილი პროდუქტია, რომელიც ყურძნისგან მზადდება. Hennessy-ს ძალიან დიდი კოლექცია აქვს, დაწყებული VS-ით და დამთავრებული Hennessy Paradis Impérial-ით. ზოგიერთი მათგანი შექმნილია კოქტეილებისთვის – რაც შეეხება საშუალო ხაზის კონიაკს, მაგალითად, XO-ს, ის განკუთვნილია გაუზავებლად ან ყინულთან ერთად დასალევად. ასევე გვაქვს ძალიან იშვიათი კონიაკების კოლექცია, რომელიც სუფთა სახითუნდა მიირთვათ.

ისტორიულად – მე-19 საუკუნიდან 1950-60-იან წლებამდე კონიაკს ისე მიირთმევდნენ, როგორც აპერიტივს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში საფრანგეთში მას წყალშიც ვაზავებდით ხოლმე.

 

წელს Hennessy XO-ს ახალი რეკლამა გამოვიდა: Hennessy XO Odyssey #2 Seven Worlds with Ridley Scott. გვესაუბრეთ თანამშრომლობაზე ლეგენდარულ რეჟისორ რიდლი სკოტთან.

ეს Odyssey-ს მეორე თავია, პირველი 2016 წელს გადავიღეთ Drive-ის რეჟისორ Nicolas Winding Refn-თან ერთად. გვჭირდებოდა ადამიანი, რომელიც შეძლებდა XO-ში აღმოჩენილი 7 სხვადასხვა არომატის ინტერპრეტაციას.

Odyssey იმიტომ დავარქვით, რომ  XO-ს თითოეული წვეთი ოდისეაა, გვქონდა იდეა, რომ გვეჩვენებინა XO, როგორც საკულტო ბრენდი, რომელიც ცდება ალკოჰოლის ინდუსტრიის საზღვრებს. როდესაც სვამ XO-ს, არ სვამ უბრალოდ სასმელს, არამედ შეიგრძნობ ფუფუნების სამყაროს. პირველი რეკლამა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მეორეს გადაღება 2018 წელს.

მოგვეცა საშუალება, რომ რიდლი სკოტთან მივსულიყავით და შეგვეთავაზებინა თანამშრომლობა. ის დაგვთანხმდა, რადგან ეს პროექტი არ არის უბრალოდ რეკლამა, მასში გამოყენებული მუსიკა და ყველა დეტალი ძალიან საინტერესოა. როდესაც უყურებ Odyssey-ს, ხვდები, რომ ეს ძალიან სკოტისეული პროექტია და შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ იქნებოდა ის, როგორც სრულმეტრაჟიანი ფილმი.

 

შეგვიძლია ველოდოთ გაგრძელებას?

ამ დროისათვის შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წელს  XO-ს 150 წელი უსრულდება – ის 1870 წელს შეიქმნა – ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ რაღაც უფრო გრანდიოზულს, და აუცილებლად ვითანამშრომლებთ 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან არტისტებთან.

 


რეკომენდებული სტატიები
„თამადა“ საუცხოო შეფუთვით

„თამადა“ საუცხოო შეფუთვით

„თამადა“ საუცხოო შეფუთვით
მალე! GWS წარმოგიდგენთ პრემიუმ ხაზის ღვინის - „თამადას“ განახლებულ შეფუთვას. ღვინო ახალი ეტიკეტით უკვე 2019 წლის ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი ბაზარზე.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.