Tbilisi Open Air – ერთი დღით ადრე
Open Air-ის ფესტივალამდე სულ რაღაც ერთი დღეღაა დარჩენილი და ლისის საოცრებათა ქვეყანაში დიდი სამზადისია ატეხილი. ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობენ ფესტივალის სტუმრებისთვის იდეალური გარემოს შექმნას. რა თქმა უნდა, ამ აურზაურში ის მხიარული ამბავიც იჩენს თავს, რაც შიდა სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი.
ამიტომაც, გადავწყვიტეთ სტუმრობა ფესტივალის ორგანიზატორებთან, რათა თქვენთვისაც გაგვეზიარებინა ის ჯადოსნური მუხტი, რაც Lisi Wonderland-ში იგრძნობა.
იმის უკან, რაც ხვალიდან ლისზე უნდა მოხდეს, თავდაუზოგავი შრომა იმალება, რაც თავისთავად მოიცავს ორგანიზატორების გათენებულ ღამეებს, დასიცხვებსა და მაღალ წნევებს, თუმცა, რა თქმა უნდა, შედეგი ყველაფერს ანაზღაურებს და წინასაფესტივალო პერიოდის ყველა დაბრკოლება უფერულდება.
ხატია გელოვანი – ფესტივალის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ხატია წელს ჩაერთო ფესტივალზე, როგორც მიმართულების ხელმძღვანელი, სწორედ ამიტომ ვკითხე, რას გაიხსენებდა წლევანდელი სამზადისიდან.
„წლევანდელ ფესტივალზე ვენდორებზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, აღმოჩნდა, რომ კოლოსალურად დიდი ოდენობის ვენდორებისთვის ადგილი აღარ დარჩა ფესტივალზე. საბოლოოდ, Open air-ის მამა-მარჩენალმა, აჩიკო გულედანმა პრობლემა ჰაერის გაყიდვის გზით გადაჭრა.
ისე, მომავალში ჰაერში გამოკიდებულ ვენდორებზე რას იტყვით? საფესტივალო, მფრინავი მანქანით რომ მიაჭრი… იმედია, იქაც რიგები არ იქნება.“
მეორე ისტორია, რომელიც ხატიამ მომახარა, შეეხებოდა ბექსთეიჯის კარს.
ალბათ, ვერც ერთი არტისტი ვერ წარმოიდგენს თივით ამოშენებულ კულისებს…
არც ფესტივალის ორგანიზატორებმა იციან, როგორ ამოშენდა კულისების კარი თივით… თუმცა, საბედნიეროდ, თივას ერთი კარგი თვისება აქვს, მარტივად დაშლი.
აჩიკო გულედანი – ფესტივალის სულისჩამდგმელი
თავისი მოგონებები აჩიკოსაც აქვს – როგორ ეგონათ, რომ დიჯეი არ ჩამოვიდა ერთ-ერთ ფესტივალზე, მაშინ როცა მას თბილისის აეროპორტში ჩასძინებია.
როგორ დასდევდა არტისტს ერთი ფანი, რომლის ფოტოც მთელი ფესტივალის დაცვის სამსახურს მოდებოდა, როგორ ციოდა ივლისში ლისზე და როგორ მოვიდა ივლისში თოვლად “დუტის” ქურთუკები, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მაინც placebo-ს დროს დატრიალებული ამბები აღმოჩნდა.
ალბათ ახალ ამბავს არ წარმოადგენს, რომ placebo ქვიარ არტისტია. Open Air-ის წლევანდელი მესიჯიც კი თანასწორობისა 10 წელზეა ორიენტირებული. როგორც მოგვეხსენება, ქართული საზოგადოების ნაწილი არცთუ ისე შემწყნარებელია უმცირესობების მიმართ. თუმცა ვინ შეიძლებოდა გამოსულიყო ამ არტისტის წინააღმდეგ ბრიფინგით?
არა, ეს არც პატრიოტთა ალიანსი ყოფილა და არც გია კორკოტაშვილი.
ესენი იყვნენ ერეკლე მეფის საზოგადოების სრულფასოვანი წევრები:
Tbilisi Open Air-ის კარი 19 ივნისს გაიხსნება. ფესტივალი უკვე მეოთხე წელია Lisi Wonderland-ში იმართება.
ფესტივალის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელი შუადღის სამი საათიდან იქნება.
თბილისის მერიის დახმარებით ფესტივალის დღეებში (21-23 ივნისი) დელისის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ფესტივალის შესასვლელამდე და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსები. ყოველდღე 14:00-დან (პირველ დღეს – 13:00-დან) 03:00-მდე.
ფესტივალზე იმუშავებს დაკარგული ნივთების პუნქტი. პუნქტი მდებარეობს ტერიტორიის შესასვლელთან. ასე რომ, თუკი ფესტივალის მიმდინარეობისას რაიმე ნივთს დაკარგავთ, ან სხვისას იპოვით, შეგიძლიათ, მოგვაკითხოთ.
Tbilisi Open Air 2019-ზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ თქვენი ბილეთი ტერიტორიის შესასვლელშივე გადაცვალოთ სამაჯურში.
- ⚠ სამაჯურის ტარება აუცილებელია!
- ⚠️ სამაჯურის თვითნებური დაზიანების/მოხსნის შემთხვევაში, თქვენ არ გექნებათ სამაჯურის გადაცვლის შესაძლებლობა და შესაბამისად, არ დაიშვებით ფესტივალის ტერიტორიაზე.
- ⚠️ სამაჯურის ზედმეტად გადაჭერის ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, შეგიძლიათ, მიმართოთ Troubleshoot-ს, ფესტივალის შესასვლელთან.
- ⚠️ სამაჯურის გაცვლა დასაშვებია მხოლოდ ორგანიზატორის მეთვალყურეობის ქვეშ!
- 🎫 21, 22 და 23 ივნისს ბილეთები გაიყიდება ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში.
- 🌞 დღიური ბილეთის მფლობელებს შეუძლიათ მხოლოდ იმ კონკრეტული დღისა და ღამის განმავლობაში ფესტივალზე დასწრება.
- 🌚 ღამის ბილეთის მფლობელები ფესტივალზე შემოსვლას მხოლოდ იმ კონკრეტული საფესტივალო დღის შესაბამის დროს (00:30-დან) შეძლებენ.
- ⛺ კემპინგის ზონაში აუცილებელია როგორც დღიური ბილეთის/აბონემენტის შესაბამისი სამაჯურის, ასევე სპეციალურად კემფინგის ზონისთვის განკუთვნილი სამაჯურის ტარება.
- ⚠️ აბონემენტის მფლობელებმა აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ სამაჯური უნდა ატაროთ მთელი ფესტივალის განმავლობაში.
- ფესტივალის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მისამართზე www.tkt.ge/OpenAir, ფილარმონიის სალაროებში და ფესტივალის ტერიტორიაზე.
- აბონემენტის ღირებულება 180 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთისა – 75 ლარს, ღამის ბილეთისა – 35 ლარს.
ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, “მწვანე ოთახი” – საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი.