21 ივნისი დილიდან
დღევანდელი დილა ღამის განმავლობაში მიმდინარე ამბებით და იმ საზარელი კადრებით უნდა დავიწყოთ, რომლის მომსწრეც მთელი საქართველო გახდა.
ფოტოს ავტორი მარი ნიკურაძე
20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატმა და კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის დარბაზში თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულიად სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ასამბლეა ვეღარ გაგრძელდება პარლამენტში და ნეიტრალურ ადგილს შეარჩევენ. ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვა.
საღამოს 7 საათზე დაწყებული პროტესტი საბოლოოდ სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების დაშლით დასრულდა. შეიარაღებულმა დანაყოფებმა მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ჟურნალისტები.
ფოტოები: Civil.ge
ფოტოები: Civil.geliberali.ge
ფოტოები: netgazeti.ge
ფოტოები: NEWS.On.ge
ფოტოები: რადიო თავისუფლება
ფოტოები: რადიო თავისუფლება
ფოტოები: netgazeti.ge
ფოტოები: ტბელ აბუსერიძე
ფოტოები: Civil.ge
ფოტოები: Civil.ge
ფოტოები: ლელი ბლაგონრავოვა