fbpx

24 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

უკვე რამდენიმე დღეა თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ თემის გარშემო ვიტრიალებთ და კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად ვიტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია! 

 

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში გორის “დილამ” “ვიტ-ჯორჯია” 2-0 დაამარცხა.

50-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა. მან აღნიშვნის დროს ხელი მარჯვენა თვალზე აიფარა და ბოლო დღეებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა.

ფოტო: http://www.tabula.ge/

 

“ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია” – გოგა ბითაძის პირველი პრესკონფერენცია ინდიანაში

გოგა ბითაძე ინდიანაპოლისში ჩავიდა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ინდიანა პეისერსის მოთამაშის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა. “ჩემს ბავშვობაში ქვეყანაში მძიმე ვითარება იყო. 2008 წელს ომი გადავიტანეთ რუსეთთან, მას შემდეგ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია. მართალია, იმ დროს პატარა ვიყავი, მაგრამ როცა კადრებს ვნახულობ, ვხვდები, თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარა ქვეყანამ, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩვენ უფრო დაგვაახლოვა და გაგვაძლიერა. ამ ყველაფრით ძალიან ვამაყობ”, – თქვა პრესკონფერენციაზე ბითაძემ.

წყარო: https://twitter.com/

 

ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი მნახველებს შეახსენებს, რომ რუსეთი ოკუპანტია.

წყარო: https://www.facebook.com

 

Open Air-ის სცენიდან The Subways-ის სოლისტმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

The Subways @ Tbilisi Open Air 2019 Main Stage

The Subways at Tbilisi Open Air 2019 Main Stage.We will always stand with you and the West stands with you, I promise! #MusicBreaksFree #WeAre10

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Sonntag, 23. Juni 2019

წყარო: https://www.facebook.com

 

Tbilisi Open Air-ზე ბრიტანული მუსიკალური ბენდის, UNKLE-ის ფრონტმენი ჯეიმს ლაველი მსმენელებს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ესაუბრა.

Unkle-ის მიმართვა

UNKLE-ის მიმართვა და მხარდაჭერა ქართველ ახალგაზრდებს Tbilisi Open Air 2019-ის მთავარი სცენიდან ❤#MusicBreaksFree #WeAre10

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Samstag, 22. Juni 2019

წყარო: https://www.facebook.com/

 

ქართველმა პიანისტმა გიორგი მიქაძემ თბილისში მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად ჩინეთში საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

#დღესჩინეთიდან გიერთდებით ჩვენი სამშობლოს ჰიმნით🇬🇪 გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!#Russiaisoccupant #letsstandtogetherforourcountry #georgia#ჩვენითავიჩვენადვეგვეყუდნეს

Gepostet von Giorgi Mikadze am Samstag, 22. Juni 2019

წყარო: https://www.facebook.com/

 

ანსამბლი “შავნაბადა” საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის კამპანიას შეუერთდა და ჩამოსულ ტურისტებს ტრადიციულ მუსიკაში უფასო მასტერკლასებს სთავაზობს.

Image may contain: 15 people, people smiling, people standing

წყარო: https://www.facebook.com/Traditionmusic/

 

მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა -74კგ წონით კატეგორიაში რუსი მეტოქე სტანისლავ სკრიაბინი 5:1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

წყარო: https://www.facebook.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.