fbpx

მექსიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფრიდა კალოს ხმა აღმოაჩინეს


გააზიარე სტატია


ავტოპორტრეტული ნახატებისა და უამრავი საარქივო ფოტოს წყალობით ფრიდა კალო  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ფიგურაა. თუმცა, არავინ იცის, თუ როგორი ხმა და საუბრის მანერა ჰქონდა არტისტს. მისი თანამედროვე ფრანგი ფოტოგრაფი ჟიზელ ფროინდი, რომელიც მხატვრის მეგობარი იყო, მის ხმას ახასიათებდა, როგორც „მელოდიურს და თბილს“.

 

  • ავტოპორტრეტი

 

  • „ფრიდა კალო პიკასოს ნაჩუქარი საყურეებით“. ავტორი: უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფოტოგრაფი ნიკოლას მიურეი

 

  • ფრიდა კალოს გარდაცვალებამდე გადაღებული ბოლო ფოტოები. ავტორი: ჟიზელ ფროინდი 

 

რამდენიმე დღის წინ მექსიკის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს რადიო-შოუ El Bachiller-ის საცდელი გადაცემის ჩანაწერი, რომელიც დაახლოებით 1953-54 წლებშია გაკეთებული და რომელზეც, სავარაუდოდ, მექსიკელი მხატვრის ხმაა. 

 

 

ქალის ხმა კითხულობს ესეს „დიეგოს პორტრეტი“, რომელიც ფრიდა კალოს ქმარს, დიეგო რივერას ეძღვნება (აღნიშნული ესე დაიბეჭდა საიუბილეო გამოფენის კატალოგში, რომელიც მხატვრის 50-წლიანი შემოქმედების თემას დაეთმო).

„ის გიგანტური, უზარმაზარი ბავშვია, მეგობრული სახითა და სევდიანი მზერით. მისი მუქი, საოცრად ჭკვიანი, დიდი თვალები არასოდეს ისვენებენ, მუდამ რაღაცას ეძებენ, გომბეშოს მსგავსად, გასიებული, ამობურცული ქუთუთოებიდან თითქოს სადაცაა ამოცვივდებიან. ეს თვალები ფართო ხედვის საშუალებას აძლევენ და თითქოს სპეციალურად აქვს, როგორც დიდი მასშტაბების ნახატებზე მომუშავე მხატვარს“, – ამბობს ქალის ხმა ჩანაწერზე.

 

  • ფრიდა კალო და დიეგო რივერა

რამდენიმე დღის წინ მექსიკის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს რადიო-შოუ El Bachiller-ის საცდელი გადაცემის ჩანაწერი, რომელიც დაახლოებით 1953-54 წლებშია გაკეთებული და რომელიც, სავარაუდოდ, მექსიკელი მხატვრის – ფრიდა კალოს ხმას ინახავს

ბევრი სპეციალისტი, მათ შორის მექსიკის კულტურის მინისტრი ალეხანდრა ფრაუსტო ჰერრერო უკვე ირწმუნება, რომ ჩანაწერზე არსებული ხმა ფრიდა კალოს ეკუთვნის და ის უნიკალურია იმ კუთხით, რომ ფრიდა კალოს ხმის ჩანაწერის ერთადერთი შემონახული აუდიოდოკუმენტია. 

მიუხედავად ამისა, მექსიკის კულტურის სამინისტროს დავალებით ექსპერტიზა მაინც ჩატარდება, რათა ოფიციალურად  დადასტურდეს გამოთქმული ვარაუდი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.