fbpx

1 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია შვეიცარიის საერთაშორისო სავაჭრო სამიტს საპატიო სპიკერის სტატუსით დაესწრება.


დემნა გვასალია შვეიცარიის სავაჭრო სამიტზე მიწვეული სპიკერი იქნება.

5 და 6 სექტემბერს შვეიცარია საერთაშორისო სავაჭრო სამიტს უმასპინძლებს. დღეს  ცნობილი გახდა, რომ სპიკერებს შორის დემნაც იქნება. დემნასთან ინტერვიუს ხელოვნების ისტორიკოსი და კრიტიკოსი ჰანს ულრიხ ობრისტი გამართავს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

აჩიკო გულედანმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რიჩი ჰეივენსის კომპოზიცია Freedom შეასრულა. 

აჩიკო გულედანი აქციაზე #სირცხვილია — Freedom

Gepostet von NEWS.On.ge am Samstag, 29. Juni 2019

 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ელტონ ჯონი ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს

Image result for Elton John Responds to Vladimir Putin’s Comments on LGBTQ Rights After ‘Rocketman’ Censorship

მუსიკოსი ელტონ ჯონი თავის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს. კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პუტინის ინტერვიუ გახდა, რომელშიც ის ლიბერალიზმს მოძველებულს უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთში ლგბტ პირებს პრობლემები არ აქვს.

“პრეზიდენტო პუტინო, ძალიან გავბრაზდი, როდესაც თქვენი ბოლო ინტერვიუ წავიკითხე. კატეგორიულად არ ვეთანხმები თქვენს შეხედულებას, რომ პოლიტიკა, რომელიც ღიაა მულტიკულტურული და სექსუალური მრავალფეროვნებისათვის, მოძველდა ჩვენს საზოგადოებებში. მე ვამაყობ ვცხოვრობდე სამყაროს იმ ნაწილში, სადაც ადამიანების უფლებები საყოველთაოდ აღიარებულია ხელისუფლების მიერ და სადაც შეგვიძლია გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა”, – წერს ელტონ ჯონი. განცხადებაში ელტონ ჯონი პუტინს  იმასაც ახსენებს, რომ მასზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმიდან – Rocketman-დან გეი სცენები სწორედ რუსეთში ამოჭრეს და შეეცადნენ მომღერლის ისტორია გაეყალბებინათ.

წყარო: https://variety.com/

 

Universal Music Publishing Group-მა საქართველოში პირდაპირი წარმომადგენლობა გახსნა

საქართველოში Universal-ის პირდაპირი წარმომადგენელი ქართული კომპანია GMI Rights Managment გახდა, რომელმაც ამის შესახებ პირდაპირი წარმომადგენლობის ხელშეკრულება გააფორმა.  ეს პირველი პრეცედენტია საქართველოში და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთთან არსებული ურთიერთობების ფონზე. დღემდე საქართველო დიდი მუსიკალური გამომცემლობების და რექორდ ლეიბლების (Warner, Sony და სხვა) მიერ იფარებოდა და იფარება არა პირდაპირ, არამედ რუსეთის რეგიონული ოფისების მეშვეობით, რაც დიდ უხერხულობას ქმნის მოსარგებლეთა მიერ ჰონორარის გადახდის კუთხით, რადგან მათ გადახდა რუსული კომპანიების სასარგებლოდ უწევთ.

Universal-ის შემთხვევა ადასტურებს, რომ საქართველო ამ მხრივ საინტერესო ქვეყანა გახდა და ეს მაგალითის მიმცემი იქნება სხვა დიდი მოთამაშეებისთვისაც.  Universal-ს აქვს 47 წარმომადგენლობა მსოფლიოს 45 ქვეყანაში და მართავს ისეთი არტისტების საავტორო უფლებებს, როგორებიც არიან – Coldplay, U2, ABBA, Adele, Bee Gees, Justin Bieber, Miley Cyrus, Eminem, Selena Gomez, Jimi Hendrix, Elton John, Linkin Park, Maroon 5, Britney Spears, Justin Timberlake და ბევრი სხვ.

ფოტო: https://vignette.wikia.nocookie.net/

 

მელისა მაკარტი The Little Mermaid-ის ეკრანიზაციაში ურსულას როლს შეასრულებს

A scene from the 1989 Little Mermaid Melissa McCarthy at the 2019 MTV Movie and TV Awards.

ამ ეტაპზე ფილმის შესახებ თითქმის ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია, თუმცა არსებობდა ჭორები, რომლის მიხედვითაც ურსულას როლზე ლედი გაგა განიხილებოდა. როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ დისნეიმ არჩევანი მელისაზე შეაჩერა და ახლა მასთან მოლაპარაკებების ბოლო დეტალებს გადის. ფილმის რეჟისორი რობ მარშალი იქნება, რომელმაც გასულ წელს დისნეისთვის Mary Poppins Returns გადაიღო.

წყარო: https://www.vanityfair.com/

 

GOT-ის ვარსკვლავი ლინა ჰიდი ახალ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს

'Game of Thrones' star describes 'fantastic' role

მსახიობი შოუთაიმის ახალ სერიალში – Rita-ში მთავარ როლს შეასრულებს. კომედიური დრამის სცენარს კრისტიან ტორპი შექმნის, სიუჟეტი კი ამავე სახელწოდების დანიურ სერიალს დაეფუძნება. ახალი შოუ მასწავლებლის ცხოვრების შესახებ გვიყვება. გვიჩვენებს მის ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან, მოსწავლეებთან და კოლეგებთან.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ჰენრი კავილი შერლოკ ჰოლმსის როლს შეასრულებს

კავილი ჰელენა ბონემ კარტერთან და მილი ბობი ბრაუნთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ნენსი სპრინგერის წიგნების სერიის – The Enola Holmes Mysteries-ის ეკრანიზაციაში. კავილი ართურ კონან დოილის პერსონაჟის, შერლოკ ჰოლმსის როლს მოირგებს. ისტორიის ეპიცენტრში შერლოკ ჰოლმსის თინეიჯერი და – ენოლა ჰოლმსი (მილი) და მისი დედა (ჰელენა) არიან.

წყარო: https://www.digitalspy.com/

 

კრისი ტეგენი ლოს-ანჯელესში ლადო ბოკუჩავას სამოსით გამოჩნდა

Bring the Funny-ის პრემიერაზე ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ამერიკელი მოდელი და წამყვანი კრისი ტეგენი ქართველი დიზაინერის, ლადო ბოკუჩავას წითელი სამოსით გამოჩნდა, რომელიც დიზაინერმა 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე წარადგინა.

ფოტო: https://fashionholicsonline.com/

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.