fbpx

ახალგაზრდა დემონსტრანტებმა ჰონგ-კონგის პარლამენტი შტურმით აიღეს


გააზიარე სტატია

 

ჰონგ კონგში ამ დღეს ჩინეთთან დაბრუნების 22 წლისთავი უნდა აღენიშნათ, თუმცა ამის ნაცვლად ქალაქი უპრეცედენტო ქაოსში ჩაეფლო მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა, ექსტრადიციის შესახებ სადაო კანონის გამო სამთავრობო შტაბ-ბინა შტურმით აიღეს.

 

 

საკანონმდებლო საბჭოს შენობის გარშემო დაძაბულობა მთელი დღის განმავლობაში მატულობდა. ჰონგ კონგის ამ სამთავრობო დაწესებულების შუშის კარები და ფანჯრები ახალგაზრდა დემონსტრანტებმა სუპერმარკეტის ურიკით ჩაამსხვრიეს. შენობის შიგნით ჩაყენებული პოლიციის დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ პროტესტის მონაწილეებმა კომპლექსში საღამოს 9 საათისთვის შეღწიეს, ჩამოხიეს ადგილობრივი პოლიტიკოსების პორტრეტები და კედლებზე “სპრეი პეინტით” დატოვეს წარწერა: “მთავრობამ გვაიძულა რომ ავჯანყებულიყავით”.

 

 

უიარაღო დემონსტრანტებმა, რომელთა დიდი ნაწილიც ყვითელ ჩაფხუტებსა და ნიღბებს ატარებდნენ, გზა შენობის მთავარი საკანონმდებლო დარბაზისკენ გაიკვლიეს. ამის პარალელურად, სპეცრაზმმა, რომელმაც შტურმამდე ახალგაზრდები გააფრთხილა, რომ მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებდა, შენობის სიღრმეში უკანდახევად დაიწყო.

 

 

დემონსტრანტების უმრავლესობამ დარბაზი 10 საათისთვის დატოვა, თუმცა მანამდე აქაც კედლებზე შავი სპრეით დახატეს ქალაქის ემბლება – ბაუჰუნიას ყვავილი და აღმართეს ბანერი წარწერით “არ არსებობს მასობრივი არეულობა, მხოლოდ ტირანია არსებობს”.

ეს დაპირისპირება ყველაზე დიდი ესკალაცია იყო ორიოდე კვირის წინ საპროტესტო მოძრაობის დაწყების დღიდან მოყოლებული, რომელიც ჰონგ კონგიდან ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ ახალი კანონის გამო აგორდა. მას შემდეგ, რაც მილიონამდე ჰონგ კონგის მოქალაქე ორჯერ გამოვიდა დემონსტრაციაზე ამ კანონის გასაპროტესტებლად, ქალაქის პრო-პეკინისტმა ლიდერმა კერი ლამმა კანონპროექტის შეჩერების შესახებ განაცხადა.

 

თუმცა, პროტესტის მონაწილეები “შეჩერებამ” არ დააკმაყოფილა. ისინი გამოსვლებს განაგრძობდნენ და კანონპროექტის მთლიანად გამოწვევას, დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასა და ლამის გადადგომას მოითხოვენ.

 

ორიგინალი: https://news.vice.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.