fbpx

თიბისის “რაგბი ბარათები” 2019 წლის მსოფლიო თასისთვის


გააზიარე სტატია

 

 

სპორტის ყველა გულშემატკივარმა უკვე იცის, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წელს იაპონიაში, ტოკიოში ჩატარდება, რომელიც 20 სექტემბრიდან, 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

2019 წლის მსოფლიო თასთან დაკავშირებით კი თავისმხრივ თიბისი ბანკმა რაგბის ბრენდინგი და რაგბი ბარათების შექმნა გადაწყვიტა — სხვადახვა დიზაინის მქონე ბარათები, რომლებსაც განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვაც აქვთ. ამ სიმბოლოებს ბარათების გარდა მომავალში სხვაგანაც ნახავთ. 

 

ფუჯის მთა 

ფუჯის მთა წლევანდელი ჩემპიონატის მთავარი ვიზუალური სიმბოლოა, რომელიც მასპინძელ ქვეყანაში, კუნძულ ჰონსიუზე მდებარე მოქმედი ვულკანია. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მთა იაპონიის უმაღლესი წერტილი და ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლოცაა. 

 

შერკინება

ერთ-ერთ ბარათი ქართველი ბორჯღალოსნების რუს მოწინააღმდეგეებთან თამაშს ასახავს, რომელიც  რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების გამარჯვებით, ანგარიშით 22:6 დასრულდა. 

  • ფოტო: თამარ ყულუმბეგაშვილი

 

იაპონია და საქართველო 

ბარათი, რომელზეც სუში და ბორჯღალია გამოსახული, საქართველოსა და იაპონიის ერთგვარი გაერთიანება იქნება. იაპონური წარწერა კი, რომელიც ამავე ბარათის დიზაინშია ნიშნავს რაგბის. 

  • ავტორი: შორენა ოთხოზორია

 

საქართველოს დროშა, შერკინების დინამიკა, იაპონური დამწერლობა

როგორც უკვე გითხარით, მსოფლიო თასისთვის თიბისიმ საქართველოს ბრენდინგი შექმნა და ბარათების დამზადებისას, მთავარი სიმბოლო სწორედ საქართველოს დროშა გახდა, რომელიც ამ შემთხვევაში რამდენიმე სიმბოლიკას მოიაზრებს — შერკინების დინამიკა, ეროვნული დროშა და  დამწერლობის სტილი. ამ ყველაფერზე კი სააგენტო Holmes&Watson -მა იმუშავა. 

  • არტ დირექტორი: გიორგი ქვლივიძე
  • დიზაინერი: მარიამ საშა
  • პროექტ მენეჯერი: ქეთა ყავლაშვილი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.