fbpx

თანამედროვე დიზაინით გაცოცხლებული უძველესი ნაგებობები


გააზიარე სტატია

 

გრაფიკული დიზაინის ბრიტანულმა კომპანია NeoMam-მა ინტერნეტში გაავრცელა თავისი კრეატიული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აქციო უძველესი, მიტოვებული და ნახევრად დანგრეული ნაგებობა თანამედროვე საცხოვრებელ სახლად. 

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, რეკონსტრუქცია და განახლება მათი საყვარელი საქმიანობაა, თუმცა მნიშვნელოვანია ისტორიული ფასადებისა და სტრუქტურის შენარჩუნებაც. სიძველისა და სიახლის სინთეზის საილუსტრაციოდ მათ რამდენიმე რეალური შენობება-ნაგებობა ციფრულად დაამუშავეს.

 

Wukoki Pueblo 

კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლი არიზონას შტატის ჩრდილოეთში. აგებულია V-VIII საუკუნეების მიჯნაზე ადგილობრივი ინდიელთა ტომების – სინაგუასა და ანასაზის მიერ. ისტორიკოსთა თქმით, ნაგებობა 100 ოთახისგან შედგებოდა  და აქ ადამიანები 1225 წლამდე ცხოვრობდნენ. 

კომპანია NeoMam-ის აღდგენილი ვერსია

 

სახლი ქალაქ ტალისაეს (ფილიპინები)

შაქრის პლანტაციებში მე-20 საუკუნის დასაწყისში იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს. გასული საუკუნის შუა წლებში ხანძარმა ნაგებობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა და დღემდე მიტოვებულია. 

კომპანია NeoMam-ის ციფრული რეკონსტრუქცია სათბურით სახურავზე და აღდგენილი ინტერიერით.

 

კუნძული ეინჰალოუ (შოტლანდია).

ლეგენდების თანახმად, კუნძულზე დემონური ძალის მქონე ზღვის ხალხი – ფინფოლკები ცხოვრობდნენ, რომლებსაც გარეგნობის შეცვლა და გაუჩინარება შეეძლოთ. მეზობელი კუნძულებიდან ისინი ახალგაზრდებს იტაცებდნენ და მთელი ცხოვრება მონებად ჰყავდათ. 

მიუხედავად ასეთი საშიში ლეგენდისა,   კუნძული შოტლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ის უკაცრიელია (მე-19 საუკუნის ბოლოს იქაური მოსახლეობა შავმა ჭირმა შეიწირა) და მიტოვებული ნაგებობებითაა სავსე. 

მიტოვებული სახლის აღდგენილი ვერსია

 

ავსტრალიის ქალაქ სილვერტონი

სილვერტონში მდებარე მიტოვებულ ერთსართულიან სახლს დიზაინერებმა სოლარიუმი და პარმაღი დაუმატეს.

 

Chachabamba House – პერუ

Chachabamba House მაჩუ-პიქჩუსკენ მიმავალ ბილიკზე მდებარეობს და ის ადრე ინკების რელიგიური დანიშნულების ნაგებობას წარმოადგენდა.

 

 

ციხესიმაგრე არკო (იტალია)

ამავე სახელწოდების ქალაქში მდებარეობს, გარდას ტბასთან. ისტორიკოსების ვარაუდით, ის X-XI საუკუნეების მიჯნაზე ააგეს და გრაფ არკოს საგვარეულოს  ეკუთვნოდა. 1703 წელს, ფრანგების ალყის შემდეგ, ციხესიმაგრე დაეცა და მიატოვეს. 1980 წლამდე, სანამ მთავრობამ მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ მიანიჭა, ნაგებობას ადგილობრივი მოსახლეობა შლიდა და ქვები თავიანთი სახლების ასაშენებლად მიჰქონდა. 

დიზაინერებმა ციხესიმაგრე სასტუმროდ აქციეს და შუშის ოთახები ნაგებობის სხვადასხვა სიმაღლეზე განალაგეს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.