8 ივლისი დილიდან
დილა მშვიდობისა!
დღევანდელ დილას კარგი ამბით ვიწყებთ: უკრაინული ვოისის გამარჯვებული ქართველი კონკურსანტი ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა
“ნუ მაბრმავებ” — ბათუმში თვალახვეული ფიროსმანის სტენსილი გამოჩნდა.
საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგულ სატელევიზიო შოუში “სულიკო” ცნობილ ფრანგ მსახიობთან ერთად იმღერა
ხატიამ, ექსპრომტად, პირდაპირ ეთერში ქართულად ააცეკვა 5 ცეზარის მფლობელი მსახიობი გიომ გალიენი და ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი 🎉👀😲😲👀🎉 და გიომთან ერთად სულიკოც კი იმღერა 🎤🎤🇬🇪🇫🇷გუშინდელი პრაიმთაიმი ფრანგული მთავარი არხის France2-ის პირდაპირ ეთერში #KhatiaBuniatishvili #GeorgianDance #Suliko #France2 #Live #Improvisation Khatia Buniatishvili
Gepostet von Gvantsa Buniatishvili am Freitag, 5. Juli 2019
The Grand Échiquier – ასე ჰქვია გადაცემას, რომელშიც ხატია ბუნიათიშვილმა დაუკრა 4 ივლისს, პირდაპირ ეთერში.
გადაცემაში მონაწილეობდა ფრანგი მსახიობი, სცენარისტი და კინორეჟისორი გიომ გალიენიც – საფრანგეთის ეროვნული კინემატოგრაფიის უმაღლესი ჯილდოს – “ცეზარის” მფლობელი არტისტი.
წყარო: https://www.facebook.com/
სლოვენიაში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ქანდაკება დადგეს.
ცისფერ სამოსში გამოწყობილი მელანია ტრამპის ქანდაკება მდინარე სავას სანაპიროზე, აშშ-ის პირველი ლედის მშობლიურ ქალაქ სევნიცასთან აღმართეს.
წყარო: https://people.com/
დისნეიმ მულანის ეკრანიზაციის პირველი თრეილერი გაავრცელა.
ფილმი ეკრანებზე 2020 წლის შემოდგომაზე გამოვა.
წყარო: https://www.youtube.com/
მსახიობი კამერონ ბოისი 20 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.
მ
სახიობი წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის დისნეი ჩენელის ფილმებში.
წყარო: https://edition.cnn.com
ფორსაჟი 9-ის ათწუთიან მონაკვეთს თბილისში გადაიღებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ გადაღებები თბილისში აგვისტოში იგეგმება. გადაღებებთან დაკავშირებით საქართველოს დედაქალაქს ჰოლივუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა. ამასთანავე ჩამოჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება.
წყარო: https://www.bpn.ge/