fbpx

9 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დილიდან გთავაზობთ “მალეფისენტის” მეორე ნაწილის პირველ თრეილერს. ფილმი ეკრანებზე 2019 წლის ოქტომბერში გამოვა და მასში მთავარ როლს კვლავ ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ეს მსახიობის პირველი როლია მას შემდეგ, რაც ბრედ პიტს დაშორდა.

 

ნახეთ: ანჯელინა ჯოლი და მიშელ პფაიფერი “მალეფისენტის” მეორე ნაწილის თრეილერში.

დისნეის ფილმი წარმატებული პირველი ნაწილის შემდეგ ეკრანს ახალი ნაწილით უბრუნდება. “მალეფისენტის” ისტორია დიდ ეკრანზე 18 ოქტომბრიდან გაგრძელდება. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

დღის ფოტო: თბილისს ლგბტ დროშამ გადაუფრინა

წყარო: https://www.facebook.com/

 

23 ივლისს The Metropolitan Opera, Event Cinema და კინოთეატრი “ამირანი წარმოგიდგენთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებულ აიდას. 

Image may contain: 2 people, wedding and night

წყარო: https://www.facebook.com/

 

კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული ბულგარულ-ბერძნული კომედია The Father გახდა

 ფილმის რეჟისორები კრისტინა გროზევა და პეტარ ვალჩანოვი არიან. ჟიურის პრიზი გადაეცა გერმანულ ფსიქოლოგიურ საოჯახო დრამას – Lara-ს, რომლის რეჟისორი ჟან-ოლე გერსტერია. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი კორინა ჰარფოუჩი საუკეთესო  მსახიობ ქალად დასახელდა. საუკეთესო მსახიობი კაცის ტიტული მილად ოდრიკს ერგო ფილმისთვის Let There Be Light.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

ნახეთ: ანჯელინა ჯოლი და მიშელ პფაიფერი “მალეფისენტის” მეორე ნაწილის თრეილერში.

დისნეის ფილმი წარმატებული პირველი ნაწილის შემდეგ ეკრანს ახალი ნაწილით უბრუნდება. “მალეფისენტის” ისტორია დიდ ეკრანზე 18 ოქტომბრიდან გაგრძელდება. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

ბრიჯიტ ჯონსის ვარსკვლავი რენე ზელვეგერი ლეგენდარული ჯუდი გარლანდის როლით ბრუნდება

ამერიკელი მსახიობის, ჯუდი გარლანდის შესახებ გადაღებულ სურათში  მთავარ როლს სწორედ ზელვეგერი ასრულებს. ჯუდი გარლანდს პოპულარობა “ოზის ჯადოქარში” შესრულებულმა დოროთი გეილის როლმა მოუტანა.  1969 წლის 22 ივნისს გარლანდი მისმა ქმარმა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვალების მიზეზად ბარბიტურატების დოზის შემთხვევითი გადაჭარბება დაასახელეს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

სამუელ ელ ჯექსონი “ხერხის” ახალ ნაწილში ითამაშებს.

ფილმის გადასაღებად სამზადისი უკვე დაწყებულია. ფილმში ასევე ვიხილავთ კრის როკს, რომელიც პოლიციის დეტექტივს თამაშობს და სერიულ დანაშაულს იძიებს. რაც შეეხება სამუელ ელ ჯექსონს, ის დეტექტივის მამას ითამაშებს.

წყარო: https://variety.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.